პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მურუსიძე, მიქაუტაძე და გვრიტიშვილი ხელახლა აირჩიეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად

საკონსტიტუციო სასამართლო

მოსამართლეთა კონფერენციაზე ლევან მურუსიძე, გიორგი მიქაუტაძე და დიმიტრი გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად ხელახლა აირჩიეს. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას საკონსტიტუციო სარჩელიდან გახდა ცნობილი.

მურუსიძე, მიქაუტაძე და გვრიტიშვილი ხელახლა აირჩიეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად
TV პირველი

ლევან მურუსიძე, გიორგი მიქაუტაძე და დიმიტრი გვრიტიშვილის ხელახლა აირჩიეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად.

ეს გადაწყვეტილება მოსამართლეთა კონფერენციაზე მიიღეს, თუმცა ეს შეხვედრა მედიისთვის ცნობილი არ იყო- ინფორმაციის შესახებ ცნობილი მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას საკონსტირუციო სარჩელიდან გახდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ გვერდზე ეს სიახლე სამივე მათგანის შემთხვევაში მოგვიანებით აისახა.

ირკვევა ისიც, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი.

ლევან მურუსიძს გვარმა დღეს 12 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოშიც ახსენეს, სადაც „ოპოზიციის აკრძალვის საქმე“ განიხილება. ეს უკანასკნელი სანდრო გირგვლიანის საქმის განმხილველი მოსამართლე იყო. იგი 2018 წლიდან უვადო მოსამართლედ გაამწესეს.

ლევან მურუსიძე 2013-2017 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. 4 წლის წინ, 2022 წლის 23 ოქტომბერს, ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩიეს.

გიორგი მიქაუტაძე 2017-2020 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. 2019 წელს მიქაუტაძე უვადოდ მოსამართლედ გაამწესეს, ხოლო 2020 წლიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ბათუმელებიოპოზიციურილევან მურუსიძე და გიორგი მიქაუტაძე ისევ აირჩიეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა მოსამართლეთა კონფერენციაში მონაწილეობის შეზღუდვას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები