პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე860 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმემოსამართლე ხუჭუა სადავოდ ხდის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის წესს860 ჩანაწერი · 13 მედია

მოსამართლე ხუჭუა სადავოდ ხდის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის წესს

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტი

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა საკონსტიტუციო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის წესს ასაჩივრებს, რადგან დისტანციური მონაწილეობის არარსებობის გამო გადატვირთულ მოსამართლეებს კენჭისყრაში ჩართვა ეზღუდებათ.

მოსამართლე ხუჭუა სადავოდ ხდის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის წესს
რადიო თავისუფლება

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის წესს - მას მიაჩნია, რომ არსებული კანონი, რომელიც 2013 წლის 1 მაისიდან მოქმედებს, ყველას არ აძლევს შესაძლებლობას კანდიდატურა დააყენოს, შესაბამისად კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცული თანამდებობის დაკავების უფლებით ვერ სარგებლობენ.

რა როლი აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს?

ძირითადად, საბჭო წარმართავს სასამართლო ხელისუფლების მუშაობის წესებს: უვადოდ ნიშნავს საქალაქო, რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეებს, ასევე არჩევს კანდიდატებს უზენაესი სასამართლოსთვის და პარლამენტს უგზავნის დასამტკიცებლად.

როგორ კომპლექტდება იუსტიციის უმაღლესი საბჭო?

იუსტიციის უმაღლესი საბჭო 15 წევრისგან შედგება, მათგან 14-ს ირჩევენ 4-წლიანი ვადით, უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე კი მუდმივი წევრია.

14 წევრიდან:

11 მოსამართლეთა კონფერენციაზე არჩეული მოსამართლეა;

2-ს ნიშნავს პარლამენტი;

1-ს პრეზიდენტი.

როგორ ირჩევენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს?

საბჭოს მოსამართლე წევრებს ყოველწლიურად გამართულ მოსამართლეთა კონფერენციაზე ირჩევენ, რომელიც ერთ კონკრეტულ დღეს, დედაქალაქში ტარდება. ამ დღეს თბილისში ჩამოდიან საქართველოს რაიონული და საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები. თითო მოსამართლეს თითო ხმა აქვს.

მოსამართლეს, რომელიც ობიექტური მიზეზით, მათ შორის საქმის განხილვის გამო ვერ ესწრება სხდომას, არც საკუთარი თავის კანდიდატად დაყენების უფლება აქვს და არც ხმის მიცემის.

ვლადიმერ ხუჭუა აღნიშნავს, რომ „საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით მოსამართლის პრიორიტეტული, უპირველესი ფუნქციაა, მართლმსაჯულების განხორციელება“. შესაბამისად, მოსამართლეებს, რომლებსაც საქმის განსახილველად რამდენიმესაათიანი ვადა აქვთ, კონფერენციაში მონაწილეობა ეზღუდებათ.

კიდევ რა საკითხები წყდება კონფერენციაზე?

კონფერენციაზე ისმენენ სასამართლო ხელისუფლების ყოველწლიურ ანგარიშს, ირჩევენ სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრებს, ამტკიცებს კონფერენციის ქარტიასა და რეგლამენტს.

რატომ ასაჩივრებს ხუჭუა მოსამართლეთა კონფერენციების ჩატარების არსებულ წესს?

მოსარჩელე მოსამართლე თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს მოსამართლეა 2012 წლიდან. საკონსტიტუციო სარჩელის შეტანის დროს მას განსახილველად ეწერა 250-ზე მეტი საქმე.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოსამართლე იხილავს ყველა კატეგორიის საქმეს. წლების განმავლობაში, სასამართლოში საქმეთა ნაკადის მიხედვით, მოსამართლე თავის სამოსამართლო საქმიანობას ახორციელებს დასვენების დღეების გარეშე, რადგან საქმეებს, რომელთა განხილვის ვადა არ აღემატება 24 საათს, განხილულ უნდა იქნეს როგორც შაბათ-კვირას, ასევე უქმე დღეებშიც“,- წერია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ საკონსტიტუციო სარჩელში.

10 ოქტომბერს, როცა დედაქალაქში მოსამართლეთა კონფერენცია იმართებოდა, ის თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში იმყოფებოდა იმ საქმეების განსახილველად, რომელიც ბოლო ორ დღეში, 9 და 10 ოქტომბერს შევიდა. მათ შორის იყო ისეთი სისხლის სამართლის საქმეები, რომელზე გადაწყვეტილების მისაღებად მხოლოდ 24 საათიანი ვადა ჰქონდა. ამ მიზეზით ის კონფერენციას ვერ დაესწრო, შესაბამისად, კანდიდატებს ხმა ვერ მისცა.

„აუცილებელია, მოსამართლეებს ჰქონდეთ საქმიანობის და თვითმმართველობაში მონაწილეობის ისეთი პირობები, რომ მათ დაბრკოლების გარეშე, თავისუფლად, შეუზღუდავად გამოავლინონ თავისი ნება და განავითარონ ის თვისებები, რაც მათი სამოსამართლეო კარიერის და მართლმსაჯულების სწორად განხორციელებისთვისაა აუცილებელი“, - წერს მოსამართლე ხუჭუა სარჩელში.

რას ითხოვს?

კანონი, რომლიც მოსამართლეს კონფერენციაში დისტანციურად მონაწილეობის უფლებას უზღუდავს, 2013 წლის 1 მაისიდან მოქმედებს. მოსამართლე ხუჭუა აღნიშნავს, რომ ტექნოლოგიური განვითარებით „შესაძლებელია შემუშავდეს სხვადასხვა მოდელი, რომელიც მოსამართლეს არ წაართმევს შესაძლებლობას მიიღოს მონაწილეობას მოსამართლეთა თვითმმართველი ორგანოს სხდომაში, მათ შორის, ფარული კენჭისყრის პირობებით“.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ძალა, ვალდებულები ვართ, რომ სამართლებრივადაც შეფასდნენ ის ძალები, რომლებიც მხოლოდ უცხოურ დაკვეთებს ასრულებენ საქართველოშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები