პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკოლოზ სამხარაძე​ – ჭეძიანგის ​პროვინციის ეროვნული კონგრესის ვიცე-სპიკერთან განვიხილეთ ეკონომიკური და სავაჭრო პროექტების განხორციელების შესაძლებლობები საქართველოსა და ჭეძიანგის პროვინციას შორის

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ჭეძიანგის პროვინციაში ეკონომიკური პროექტები განიხილა და ქალაქ ჰანგჯოუს საქართველოს ერთ-ერთ ქალაქთან დაძმობილების ინიციატივა წამოაყენა, აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.

ნიკოლოზ სამხარაძე​ – ჭეძიანგის ​პროვინციის ეროვნული კონგრესის ვიცე-სპიკერთან განვიხილეთ ეკონომიკური და სავაჭრო პროექტების განხორციელების შესაძლებლობები საქართველოსა და ჭეძიანგის პროვინციას შორის
პირველი არხი

ჭეძიანგი არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პროვინცია ჩინეთში, ქალაქი ჰანგჯოუ არის ჩინეთის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დედაქალაქი, ჩვენთვის საინტერესო იყო მოსმენა, თუ რა შესაძლებლობები არსებობს პარტნიორი ქვეყნებისთვის, ჩაერთონ პროვინციასთან ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საპარლამენტო დელეგაციის ჩინეთში, ​ჭეძიანგის პროვინციაში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ​ჭეძიანგის პროვინციაში, ქალაქ ჰანგჯოუში ვიზიტის ფარგლებში უკვე შედგა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრა პროვინციის ხელმძღვანელობასთან, კერძოდ, პროვინციის ეროვნული კონგრესის ვიცე-სპიკერთან.

„შეხვედრაზე განვიხილეთ ეკონომიკური და სავაჭრო პროექტების განხორციელების შესაძლებლობები, რომლებიც საქართველოსა და ჭეძიანგის პროვინციას შორის არსებობს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მდიდარი პროვინცია ჩინეთში. ასევე, ქალაქი ჰანგჯოუ არის ჩინეთის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დედაქალაქი. აქ არის ძალიან ბევრი კომპანია, განსაკუთრებით ცნობილი ალბათ „ალიბაბა“. თუმცა, სხვა კომპანიებიც, რომლებიც ინოვაციურ პროექტებზე მუშაობენ და ასევე არის ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი პორტი. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის საინტერესო იყო მოსმენა იმისა, თუ რა შესაძლებლობები არსებობს პარტნიორი ქვეყნებისთვის, რომ ჩაერთონ პროვინციასთან ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობაში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისივე თქმით, ქართული დელეგაციის წევრებმა მასპინძელ მხარეს შესთავაზეს იდეა, რომ მოხდეს ჰანგჯოუს დაძმობილება საქართველოს ერთ-ერთ ქალაქთან.

„ეს იდეა საკმაოდ დიდი ენთუზიაზმით იქნა მიღებული და უახლოეს მომავალში ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჰანგჯოუ დაძმობილდება ერთ-ერთ ქართულ ქალაქთან. რაც შეეხება დღის სხვა მოვლენებს, ჩვენ გვქონდა ვიზიტები სხვადასხვა ინოვაციურ კომპანიაში. გვქონდა ვიზიტი „რობოტიკში“, რომელიც არის ერთ-ერთი დიდი მწარმოებელი რობოტებისა, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ხანძრებთან ბრძოლის სფეროში, ასევე საპოლიციო საქმიანობაში. ასევე, გვქონდა ვიზიტი ხელოვნური ინტელექტის ქალაქში, რომელშიც განლაგებულია სხვადასხვა პატარა სტარტაპ კომპანია, რომლებიც მუშაობენ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. გვაჩვენეს იქ წარმოებული პროდუქცია“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს დელეგაცია ასევე სტუმრობდა ქალაქის ერთ-ერთ რაიონს.

„ადგილობრივმა მერმა მოგვიყვა, თუ როგორ ურთიერთობს ადგილობრივი მერია მოსახლეობასთან, რა სოციალური პროგრამები აქვთ, ასევე რა თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებენ ისინი ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობისთვის, მათ შორის როგორც სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრული და პენსიონერი მოსახლეობისთვის. მოკლედ, ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დღე იყო.

აღსანიშნავია, რომ პირველად ვსტუმრობთ ჭეძიანგის პროვინციას, რომელიც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პროვინცია ჩინეთში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივაც ვნახოთ ის შესაძლებლობები, რომლებიც ამ პროვინციას გააჩნია და სამომავლოდ ვითანამშრომლოთ ამ პროვინციასთან“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 6
  1. იმედინიუსისამთავრობოჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში „ქართული ოცნების“ დელეგაციის ვიზიტი გრძელდება
  2. რუსთავი 2სამთავრობო"ქართული ოცნების" დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძელდება - ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით დელეგაცია ქალაქ ხანგჭოუს ეწვია, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიური, სამეცნიერო და ბიზნეს ჰაბია
  3. რუსთავი 2სამთავრობო"საქართველო აფასებს გამოხატულ მეგობრობას, გვინდა უფრო ძლიერი გავხადოთ ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები. მადლობას გიხდით ღირსეული, თანასწორი პარტნიორობისთვის " - ნიკოლოზ სამხარაძე დელეგაციასთან ერთად ჩინეთში ვიზიტს აგრძელებს
  4. პირველი არხისამთავრობონიკოლოზ სამხარაძე ჩინეთის ჭეძიანგის პროვინციის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ჭაო კუანგძუნს შეხვდა
  5. რუსთავი 2სამთავრობომოხარული ვარ, რომ ქართულ-ჩინური ურთიერთობები დღითიდღე ღრმავდება და ბევრად უფრო საქმიან და სერიოზულ სახეს იღებს. მზად ვარ ვისაუბროთ და გადავწყვიტოთ კონკრეტული საკითხები ჩვენი პარტნიორული ურთიერთობის ფარგლებში - ჭაო კუანგძუნმა ქართულ დელეგაციას უმასპინძლა
  6. POSTVსამთავრობოჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში „ქართული ოცნების“ დელეგაციის ვიზიტი გრძელდება
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნინო წილოსანი – შევხვდით ჭეძიანგის პროვინციის ხელმძღვანელობას, საინტერესოა მათი პროგრესი ტექნოლოგიურ სფეროში, ვფიქრობ, ამ ვიზიტს კონკრეტული შედეგები ექნებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები