პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზელენსკი: პუტინი განრისხებულია და უკრაინაზე დარტყმების გაძლიერებისკენ მიისწრაფვის

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი უკრაინის უდიდესი ქალაქების განადგურებას გეგმავს და ზამთარში სარაკეტო დარტყმებს გააძლიერებს. უკრაინის პრეზიდენტი პარტნიორებისგან სასწრაფოდ საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას, F-16-ის საბრძოლო მასალასა და ენერგეტიკულ მხარდაჭერას ითხოვს.

ზელენსკი: პუტინი განრისხებულია და უკრაინაზე დარტყმების გაძლიერებისკენ მიისწრაფვის
იმედინიუსი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის IX სამიტის მონაწილეებთან მიმართვისას განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი უკრაინის უდიდესი ქალაქების განადგურებას გეგმავს და ამ მიზნით სარაკეტო და სადრონო დარტყმებს გააძლიერებს.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსები ყოველ ზამთარს ცდილობენ, უკრაინას მაქსიმალური ზიანი მიაყენონ.

„გუშინ რუსებმა განაცხადეს, რომ არ ჰქონდათ ნებართვა, განეხილათ ზომები, რომლებსაც შეეძლოთ ამ ომის საშინელებების შემცირება. ეს მოხდა მიუხედავად ჩვენი მხარის მორიგი მცდელობისა, დაგვესვა საკითხი შავ ზღვაში ვითარების დეესკალაციისა და უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ. თუმცა, საპასუხოდ ჩვენმა დელეგაციამ მოისმინა, რომ რუსი ბოსი განრისხებულია და დარტყმების გაგრძელება სურს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, უკრაინის პრიორიტეტები უცვლელი რჩება და საერთაშორისო პარტნიორებისგან სასწრაფო დახმარებას მოითხოვს. პირველი პრიორიტეტია საჰაერო თავდაცვის გაძლიერება.

მეორე პრიორიტეტია საბრძოლო მასალა F-16 ტიპის გამანადგურებლებისთვის, რადგან უკრაინა ამ თვითმფრინავებს „შაჰედის“ ტიპის რეაქტიული დრონების ჩამოსაგდებად იყენებს, რომელთა წარმოებასა და თავდასხმებსაც რუსეთი ზრდის.

მესამე პრიორიტეტს წარმოადგენს სასწრაფო ენერგეტიკული მხარდაჭერა ნოემბერსა და ზამთრის პერიოდში, რაც გულისხმობს განადგურებული აღჭურვილობის ჩანაცვლებას და ქვეყნის უდიდესი ეკონომიკური და სოციალური ცენტრების მხარდაჭერას.

უკრაინის ლიდერის თქმით, სარწმუნო ინფორმაციით, პუტინმა უახლოეს გარემოცვას განუცხადა, რომ მას უკრაინის უდიდეს ქალაქებში ცხოვრების განადგურება სურს.

„სწორედ ამიტომ ვხედავთ ამ მუდმივ ტერორს დედაქალაქ კიევის, დნიპროს, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ოდესისა და ხერსონის წინააღმდეგ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ უკრაინას ამ ქალაქების მდგრადობის უზრუნველსაყოფად განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ზელენსკი: ველით ევროკავშირის სანქციების ძლიერ 22-ე პაკეტსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები