ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ აშშ-ში ვიღაც იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც უკრაინულ ტერიტორიას ისე განიხილავს, თითქოს უკრაინული არაა, მაშინ ეს გვეუბნება, სად მიდის საქმე
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთის მიერ ტერიტორიების ოკუპაციას არასდროს აღიარებს და ომის შეწყვეტის სანაცვლოდ დონბასიდან ვერ გავა.

თუ ამერიკაში ვიღაც გადაწყვეტილებებს იღებს, რომელიც ფაქტობრივად, უკრაინულ ტერიტორიას ისე განიხილავს, თითქოს უკრაინული არაა, მაშინ ეს გვეუბნება, თუ სად მიდის საქმე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განაცხადა.
“თუ ამერიკაში ვიღაც გადაწყვეტილებებს იღებს, რომლებიც, ფაქტობრივად, უკრაინულ ტერიტორიას ისე განიხილავს, თითქოს უკრაინული არაა, მაშინ ეს გვეუბნება, თუ სად მიდის საქმე. ცხადად უნდა ვთქვათ, რომ არასდროს და არანაირად არ ვაღიარებთ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციას”, - განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, 11 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინას არ შეუძლია ომის შეწყვეტისთვის დონბასიდან გასვლაზე დათანხმდება, ვინაიდან ეს საკითხი ქვეყნის დამოუკიდებლობას ეხება.
“ამერიკულ მხარეს ხშირად წამოუყენებია დონბასის, ჩვენი უკრაინული მიწის ნაწილის, თემა. და, რა თქმა უნდა, საკუთარი ყურადღების ფოკუსირებას ამაზე ახდენენ. ისინი ფიქრობენ, რომ ომის გასაჩერებლად ჩვენი ტერიტორიიდან უნდა გავიდეთ. ეს შეუძლებელია - ასეთი ფორმით გველაპარაკო, როდესაც საქმე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას ეხება,” - განაცხადა ზელენსკიმ 11 ნოემბერს ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაზელენსკის განცხადებით, აშშ ომის შესაჩერებლად უკრაინისგან ტერიტორიულ დათმობებს ითხოვს
ვოლოდიმირ ზელენსკი - ამერიკელები ფიქრობენ, რომ ომის შესაჩერებლად, ჩვენი ტერიტორიიდან უნდა გავიდეთ - შეუძლებელია ჩვენთან ასე საუბარი
შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ომის დასასრულებლად უკრაინელები თავიანთი ტერიტორიიდან უნდა გავიდნენ. ისინი უკრაინას დონბასის დათმობას სთავაზობენ - ვოლოდიმირ ზელენსკი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…