პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვოლოდიმირ ზელენსკი - ამერიკელები ფიქრობენ, რომ ომის შესაჩერებლად, ჩვენი ტერიტორიიდან უნდა გავიდეთ - შეუძლებელია ჩვენთან ასე საუბარი

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ამერიკელები ომის შესაჩერებლად უკრაინის მიერ საკუთარი ტერიტორიის დატოვებას განიხილავენ, თუმცა უკრაინასთან ასე საუბარი შეუძლებელია.

ვოლოდიმირ ზელენსკი - ამერიკელები ფიქრობენ, რომ ომის შესაჩერებლად, ჩვენი ტერიტორიიდან უნდა გავიდეთ - შეუძლებელია ჩვენთან ასე საუბარი
ინტერპრესნიუსი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამერიკული მხარე ომის შესაჩერებლად ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტის სხვადასხვა ვარიანტის პოვნას ცდილობს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ლიდერების დონეზე უნდა განიხილებოდეს.

მისი თქმით, ამერიკელები მოლაპარაკებების დროს რეგულარულად აყენებენ დონბასის საკითხს.

„რა თქმა უნდა, ისინი ამაზე ამახვილებენ ყურადღებას. ისინი ფიქრობენ, რომ ამ ომის შესაჩერებლად, ჩვენი ტერიტორიიდან უნდა გავიდეთ. შეუძლებელია ჩვენთან ასე საუბარი, როდესაც საქმე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას ეხება. ისინი ცდილობენ იპოვონ რაიმე გზა ამის გასაკეთებლად. და მე სხვადასხვა რამ მოვისმინე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან ყველა ამ ვარიანტის განხილვას საათები დასჭირდება.

“ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფერი ამერიკული მხარის ნებაზეა დამოკიდებული: მოახდენენ თუ არა ზეწოლას რუსებზე. ეს დამოკიდებულია რუსებთან მათი დიალოგის ფორმატზე“, - აღნიშნ ა ზელენსკიმ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოზელენსკის განცხადებით, აშშ ომის შესაჩერებლად უკრაინისგან ტერიტორიულ დათმობებს ითხოვს
  2. რუსთავი 2სამთავრობოშეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ომის დასასრულებლად უკრაინელები თავიანთი ტერიტორიიდან უნდა გავიდნენ. ისინი უკრაინას დონბასის დათმობას სთავაზობენ - ვოლოდიმირ ზელენსკი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი სხვა რეალობაში ცხოვრობს. ის ამერიკელებს ეტყვის, რომ უკრაინის აღმოსავლეთის სრულად დასაკავებლად ერთი-ორი თვე სჭირდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები