პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კობა კობალაძემ ვეტერან და მოზარდ სპორტსმენებს უმასპინძლა, რომელთაც სხვადასხვა რანგის ასპარეზობებში სამსახურის მხარდაჭერით მიიღეს მონაწილეობა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე იმ ვეტერანებსა და მათ შვილებს შეხვდა, რომლებმაც სპორტულ ტურნირებზე უწყების ფინანსური მხარდაჭერით საპრიზო ადგილები დაიკავეს.

კობა კობალაძემ ვეტერან და მოზარდ სპორტსმენებს უმასპინძლა, რომელთაც სხვადასხვა რანგის ასპარეზობებში სამსახურის მხარდაჭერით მიიღეს მონაწილეობა
იმედინიუსი

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, შეხვედრა გამართა იმ ვეტერანებთან და ვეტერანთა შვილებთან, რომელთაც სხვადასხვა სპორტულ ასპარეზობაში, სამსახურის ფინანსური თანადგომით მიიღეს მონაწილეობა როგორც საქართველოში, ისე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ და საპრიზო ადგილები მოიპოვეს. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

კობა კობალაძემ მოზარდ და ვეტერან სპორტსმენებს მიღწეული უმაღლესი შედეგები მიულოცა, წარმატებები და გამარჯვებები უსურვა, სიმბოლური საჩუქრები გადასცა და მომავალში, კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას დაჰპირდა:

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა,თავისი თანამონაწილეობით, საკმაოდ საინტერესო პროექტი შესთავაზა საზოგადოებას და თითოეულ ჩვენგანს_ჩვენი თანამებრძოლები, გამოჩენილი ადამიანები, ვინც თავისი ქვეყნისთვის იბრძოდნენ, ქვეყანას თავს სწირავდნენ და, ამავე დროს, იყვნენ სპორტსმენები, დღეს, ჩვენი ხელშეწყობით, საერთაშორისო ასპარეზზე დაიწყეს პროფესიონალური მიმართულებით ასპარეზობა. დღეს, გვქონდა საშუალება, დაგვეჯილდოებინა ისინი, რამეთუ მათ საკმაოდ მაღალ და დიდ გამარჯვებებს მიაღწიეს ჭიდაობასა და სპორტის სხვა სახეობაში. ამავე დროს, ჩვენთვის ძალიან საამაყოა ის, რომ მოდის თაობა, რომელიც ღირსეულად გვენაცვლება თითოეულ ჩვენგანს არა მარტო სამშობლოს სიყვარულში არ გვიდებენ ტოლს, არამედ სპორტშიც არიან სამაგალითოები და დღეს, ზუსტად ის ბავშვები, არიან აქ, რომლებიც, ასევე, მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ტურნირებზე მონაწილეობდნენ და არიან გამარჯვებულები; ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი შეიტანა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა და სახელმწიფომ მთლიანად. მინდა, კიდევ ერთხელ, მათ, ყველას ვუსურვო წარმატება, ბევრი გამარჯვება.. რაც შეეხება ჩვენს თანამებრძოლებს - ჩვენ, წინ, კიდევ ბევრი გეგმა გვაქვს განსახორციელებელი“, - განაცხადა კობა კობალაძემ.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეები - მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, საერთაშორისო თანამშრომლობის, პროტოკოლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს კოორდინატორი, კობა ლიკლიკაძე, მონიტორინგისა და აუდიტის სამმართველოს უფროსი, ეროვნული კატეგორიის მსაჯი ჭიდაობა ძიუდოში, ომის ვეტერანი და ვეტერანი სპორტსმენი, გიორგი ედილაშვილი, აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის დირექტორი, კობა გეგია.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კობა კობალაძე ვეტერანი მხატვრის, ავთანდილ (ნოდარ) რეხვიაშვილის ნამუშევრების გამოფენას დაესწროწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები