გიორგი მიქაუტაძე: ეს არის მაგალითი, რას ნიშნავს იყო ქართველი. მერაბ, საბა, თქვენს გვერდში ვართ
გიორგი მიქაუტაძე აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილზე მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს არის მაგალითი, თუ რას ნიშნავს იყო ქართველი.

გიორგი მიქაუტაძე მერაბ დვალიშვილის მიმართ აბუ-დაბიში განხორციელებულ თავდასხმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
"2 ვაჟკაცი ბევრი ლაჩარის წინააღმდეგ. ეს არის მაგალითი, რას ნიშნავს იყო ქართველი. მერაბ, საბა, თქვენს გვერდში ვართ", - წერს გიორგი მიქაუტაძე.
UFC-ის ქართველ მებრძოლს აბუ-დაბიში სასტუმროს ფოიეში, ინტერვიუს დროს დაესხნენ თავს. დვალიშვილის ინფორმაციით, თავდამსხმელებს შორის იყო უსმან ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა - დაახლოებით 20 ადამიანი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…