პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს პრეზიდენტი ანტალიაში დღეს რეჯეფ თაიფ ერდოღანს პირისპირ შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ანტალიაში მიმდინარე გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს პირისპირ შეხვდება.

საქართველოს პრეზიდენტი ანტალიაში დღეს რეჯეფ თაიფ ერდოღანს პირისპირ შეხვდება
რუსთავი 2

ანტალიაში გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია გრძელდება. დელეგატებს შორის არის საქართველოს პრეზიდენტიც, რომელიც დღეს პირისპირ შეხვდება თურქეთის პირველ პირს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს.

მიხეილ ყაველაშვილმა ფორუმის მონაწილეებს გუშინ სიტყვით მიმართა. მან ხაზი გაუსვა, რომ კლიმატის ცვლილება პირდაპირ უკავშირდება საერთაშორისო უსაფრთხოებასა და ეკონომიკას. აქცენტი მშვიდობის მნიშვნელობაზე გააკეთა და განაცხადა, რომ საქართველო მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფაში.

სამიტის გახსნის ოფიციალურ ცერემონიამდე საქართველოს პრეზიდენტი არაერთ ლიდერს შეხვდა. მათ შორის ერთ-ერთი პირველი ბრაზილიის პრეზიდენტი იყო, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილმა არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

სამიტის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის პრეზიდენტს, ყირგიზეთის პრემიერსა და ჩინეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 6
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს პრეზიდენტმა COP31-ის მსოფლიო ლიდერთა სამიტის ფარგლებში გამართულ დახვედრისა და მისალმების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
  2. POSTVსამთავრობოსაქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა COP31-ის მსოფლიო ლიდერთა სამიტის ფარგლებში გამართულ დახვედრისა და მისალმების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
  3. რუსთავი 2სამთავრობო"საქართველო კვლავაც ურყევად უჭერს მხარს მშვიდობას, სტაბილურობასა და კონსტრუქციულ დიალოგს" - მიხეილ ყაველაშვილმა COP31-ის სამიტის მონაწილეებს მიმართა
  4. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ანტალიაში გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP31) მონაწილეებსა და მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართა
  5. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს პრეზიდენტი კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა - მიხეილ ყაველაშვილი ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს შეხვდა
  6. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დღეს თურქ კოლეგას - რეჯეფ თაიფ ერდოღან შეხვდება
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია ანტალიაში და საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა. რა გზავნილები ჰქონდა მიხეილ ყაველაშვილს. „ქრონიკის“ სიუჟეტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები