პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“პატრიარქის დილემა” – არჩილ გამზარდია

საპატრიარქო

არჩილ გამზარდია აცხადებს, რომ მიმდინარეობს ეკლესიის დასუსტებისა და ხელისუფლებაზე დაქვემდებარების პროცესი, ხოლო საპატრიარქოს მიტროპოლიტ იობისთვის მხარდაჭერა უნდა გამოეხატა.

“პატრიარქის დილემა” – არჩილ გამზარდია
ალია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი, არჩილ გამზარდია:

✅️ სინოდი ვალდებულია დაიცვას სინოდის წევრი, რომელიც ლაპარაკობს იმაზე რაც ხელისუფლების მხრიდან პრობლემურია ეკლესიისათვის.

✅️ მიმდინარეობს ეკლესიის დასუსტების და ეკლესიის ხელისუფლებაზე დაქვემდებარების პროცესი.

✅️ დღეს მხოლოდ რიტუალამდე დავიდა საეკლესიო საქმიანობა. ახალი პატრიარქის შემდგომ ხდება სახელმწიფოს არ შემჩნევა, გარემოს არ შემჩნევა, პრობლემებისა და სატკივარის არ შემჩნევა.

✅️ საპატრიარქოს პოზიცია უნდა ყოფილიყო ერთადერთი – უნდა გამოხატონ მხარდაჭერა მიტროპოლიტ იობის მისამართით.

✅️ ვხედავ რისკს, გამოიყენოს მმართველმა ძალაუფალმა მოცემულობა და წავიდეს პროცესი შიდა საეკლესიო განხეთქილებამდე.

✅️ პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ გაჩნდა ერთგვარი ვაკუუმი ავტორიტეტისა, რომლის შევსებასაც შეეცდება მმართველი ტოტალიტარი.

✅️ ტოტალიტარი ვერ იარსებებს თუ მისგან დამოუკიდებლად იქნება ძალაუფლებითი შრე, ან სუბძალაუფლება.

✅️ ეკლესია საქართველოში დამოუკიდებელ საძალაუფლებო ელიტას წარმოადგენდა წლების მანძილზე, ამიტომ მისი დაქვემდებარება ტოტალიტარისთვის იქნება საკვანძო.

✅️ მთელი ეს თვეები, რაც ახალი პატრიარქი გვყავს, მისთვის ხავერდოვანი თვეები იყო, ხელისუფლებას ის პატივში და კომფორტში ჰყავს. მისი ფუნქცია მმართველისათვის არის ის, რომ პატრიარქმა მისი დავალებები უნდა შეასრულოს. თუ პატრიარქი ამ დავალებებს შეასრულებს, მიიღებს ასევე პატივსა და კომფორტს.

✅️ პატრიარქის დილემაა – თავისი კომფორტისათვის ან გააძლიეროს საერო ხელისუფალი, ან გააძლიეროს ეკლესიაში განხეთქილების რისკი ხელისუფალისთვის დამორჩილების გზით, ან შეეცადოს, გააძლიეროს ეკლესია ეკლესიისთვის საწყისი ფუნქციის დაბრუნებით.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სასულიერო პირთა უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა - მიტროპოლიტი იობიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები