ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პარტიების აკრძალვა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება არ არის - მეუფე ზენონი

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებანაციონალური მოძრაობაგახარია საქართველოსთვის

მთავარეპისკოპოს ზენონ იარაჯულის განცხადებით, პარტიების აკრძალვა საზოგადოების პოლიტიკური ნების შეზღუდვა და ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯია, რითაც იგი საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელს ეხმაურება.

პარტიების აკრძალვა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება არ არის - მეუფე ზენონი
პარტიების აკრძალვა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება არ არის - მეუფე ზენონიTV პირველი

პარტიების აკრძალვა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება არ არის. ეს არის საზოგადოების პოლიტიკური ნების შეზღუდვა, - ასე ეხმაურება დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვას საკონსტიტუციო სასამართლოში.

როგორც სასულიერო პირი წერს, ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა ვერ დაეფუძნება ძალაუფლების უპირობო ლეგიტიმაციას, როდესაც ხელისუფლება საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებას ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფალი პოლიტიკური ნების შეზღუდვის ხარჯზე ცდილობს.

მისი თქმით, როდესაც ხელისუფლება პოლიტიკური ალტერნატივის ჩახშობას იწყებს, იგი მხოლოდ მოწინააღმდეგეს არ ებრძვის, არამედ იმ საფუძველს ანგრევს, რომელზეც თავისუფალი სახელმწიფო დგას.

პარტიების აკრძალვა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება არ არის. ეს არის საზოგადოების პოლიტიკური ნების შეზღუდვა და დემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობის თანდათანობით გაუქმებისკენ გადადგმული ნაბიჯი. როდესაც მმართველი ძალა თავად წყვეტს, ვის აქვს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და ვის არა, იგი საკუთარ თავს სახელმწიფოსთან აიგივებს, მოქალაქეს კი ართმევს თავისუფალი არჩევანის უფლებას. ასე იწყება დემოკრატიული წყობის დემონტაჟი, გზა ავტორიტარიზმისკენ მიდის და შეუზღუდავი ძალაუფლების პირობებში დიქტატურის ჩამოყალიბებით შეიძლება დასრულდეს. ასეთ ვითარებაში კანონი სამართლიანობის დაცვის ნაცვლად ძალაუფლების შენარჩუნების იარაღად იქცევა, შიში ცვლის თავისუფალ აზრს, საზოგადოებრივი თანხმობა კი იძულებით მორჩილებას უთმობს ადგილს. საბოლოოდ, იზღუდება ხელისუფლების დემოკრატიული გზით ცვლილების შესაძლებლობა, სუსტდება სახელმწიფო ინსტიტუტები და ირღვევა საზოგადოებრივი ნდობა.

როდესაც ხელისუფლება პოლიტიკური ალტერნატივის ჩახშობას იწყებს, იგი მხოლოდ მოწინააღმდეგეს არ ებრძვის, არამედ იმ საფუძველს ანგრევს, რომელზეც თავისუფალი სახელმწიფო დგას. ქვეყნის მომავალი ვეღარ განისაზღვრება მოქალაქეთა თავისუფალი ნებით და ძალაუფლება თავად იქცევა საკუთარ კანონად. ასეთ გზაზე ყალიბდება სახელმწიფო, რომელშიც მოქალაქე ხელისუფლების წყარო აღარ არის, არამედ მისი მორჩილების ობიექტია.

მმართველობის ისეთი ფორმა, რომელიც განსხვავებული აზრის ჩახშობას, ძალაუფლების მონოპოლიზებას, ადამიანის თავისუფლებისა და პიროვნული ღირსების შელახვას ცდილობს, არსობრივად შეუთავსებელია ქრისტიანული ეკლესიის მისიასთან. ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა ვერ დაეფუძნება ძალაუფლების უპირობო ლეგიტიმაციას, როდესაც ხელისუფლება საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებას ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფალი პოლიტიკური ნების შეზღუდვის ხარჯზე ცდილობს“, – წერს მთავარეპისკოპოსი.

საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელს განიხილავს.

სარჩელით „ქართული ოცნება“ ითხოვს თითქმის ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას, მათ შორისაა: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გორდულაძის თქმით, პარტიებს, რომლის აკრძალვასაც ითხოვენ, "ერთ და იგივე ზნე" აქვთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები