მაია ნადირაძე: ჩვენ სოფლელები და გოიმები კი ვართ, მაგრამ სამართალიანობას და კვაზი სამართალს მაინც ვარჩევთ Pectore et mente — „გულითა და გონებით“
მაია ნადირაძე: იმდენი სიმახინჯე ხდება ყოველდღიურად ამ ქვეყანაში, რომ ვეღარ ვეწევი… სასამართლო სისტემაც ალბათ “გადატვირთულია” და მაგასთან დაკავშირებით მაინტერესებს, შემდეგი აქციისთვის “უსამართლობით ნატანჯი”ღარიბაშვილის პლაკატები თუ აქვს გამზადებული ე.წ. ოპოზიციას?

ყოფილი დეპუტატი მაია ნადირაძე:
იმდენი სიმახინჯე ხდება ყოველდღიურად ამ ქვეყანაში, რომ ვეღარ ვეწევი… სასამართლო სისტემაც ალბათ “გადატვირთულია” და მაგასთან დაკავშირებით მაინტერესებს, შემდეგი აქციისთვის “უსამართლობით ნატანჯი”ღარიბაშვილის პლაკატები თუ აქვს გამზადებული ე.წ. ოპოზიციას?
თინა ბოკუჩავას ველი მაგ პლაკატით და მიშას პლაკატიანებს ჩემით დავარბევ.
ბიჭო, ეს მიშა “მე მე”-ს რატომ იძახისო, მეც მხვდებოდა ყურში, მაგრამ რომ დაუკვირდეთ, იმ მიშას გვერდზე სულ ვარსკვლავებად ჩანდით და მიშას რომ “გადაასწარით”ჭკუით და გამჭრიახობით და გაემიჯნეთ, მას შემდეგ მობლოყინე მორალისტებად იქეცით, ლუზერის 14 წლიანი აბონიმენტით.
“სამართლიანი სასამართლოს” ყველა იმსახურებსო და რაკი ასეთი არ ერგო ღარიბას, მიშაზე მეტი პოლიტპატიმარიაო.
კაი კაცო, რა მითხარით?
დღეს და გუშინ ტიპებმა ხალხი რომ მოკლეს, ნარკოტიკი რომ გაყიდეს, იქურდეს და იყაჩაღეს, იმათი სასამართლო სამართლიანი იქნება? ანუ, უშვებთ რომ ოლიგარქის კუთვნილ ანკლავში სასამართლო შეიძლება იყოს სამართლიანი? ასე დაშტერდით? და ამ ზემოთ ჩამოთვლილმა “ღარიბოიდებმა” ან ლილუაშვილმა, რა დაგიშავეს, იმათ პოლიტპატიმრობას რა უდგას წინ? სხვაზე ნაკლები რითი არიან?
რამხელა ტვინნაღრძობი უნდა იყო (შტერებს და თუთიყუშებს ვტოვებ), რომ ავტოკრატიის პირობებში სამართლიანობა სასამართლოზე ჩამოკიდო.
სამართლიან სასამართლოში მაგ თქვენ “პოლიტპატიმარს”სამუდამოს მიუსჯიდნენ სამშობლოს ღალატისთვის და მაგ ნაწილში მეც მინდა ეგეთი სასამართლო მაგ ნაგვისთვის, მაგრამ ახლა იმ სამართლიანობას ვჯერდები, რომ ჩემთვის დაგებულ მახეში თვითონ გაება და ფართხალებს.
დიქტატურაში ამაზე მეტ სამართლიანობას რომ “ითხოვ”უკვე ჭკუასუატობას ასხივებ.
პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის დაიჭირესო და იმიტომაა პოლიტპატიმარიო და ბრიყვებმა აიტაცეს.
მოიცა, დავა რაზე ჰქონდათ? ერთი ევროკავშირს ემხრობოდა და მეორე ამიერკავკასიურ ფედერაციას თუ რა ჯანდაბის პოლიტიკური დაპირისპირება ჰქონდათ? პოლიტიკური ანგარიშსწორება კი არ იყო, მაფიებს და კლანებს შორის გარჩევა იყო ფულის და ძალაუფლებისთვის.
რა პოლიტიკური?! სად ნახეთ ეგ ნიუანსი?
ეს ჭყვიტინი პოლიტიკურობაზე, თქვენ გაწყობთ, როგორც ჩანს, ღარიბაშვილს და მსგავსებს (ძირითადად ჯიბესქელებს) ხედავთ თქვენს უძლეველ ერთობაში და პოლიტიკურ ფიგურად გინდათ აქციოთ.
თვალთხარიას ხომ ეხვეწეთ ყელგამოღადრულებმა და იმან წიხლი გიკრათ, ახლა ღარიბას მიადექით… და ბოლო (ან პირველი) ივანიშვილი იქნება, ასე ჩანს. საერთო ხედვა კი გაქვთ - “დაგმე მიშა”!
თავში ქვა გიხლიათ თქვენი ერთი პროცენტით, იმის იქით ყოფილხართ, მაგრამ სამართლიანობას ნუ გვტენით, თქვენი კვნესა მე.
ჩვენ სოფლელები და გოიმები კი ვართ, მაგრამ სამართალიანობას და კვაზი სამართალს მაინც ვარჩევთ Pectore et mente — „გულითა და გონებით“
მოღალატე ღარიბას პოლიტპატიმრობაზე რო ძარღვებდაჭიმული იმოძღვრებით და ბაჩო ახალაიაზე უმეტესად უყრუებთ, ე, მანდ გამოგიჩნდათ ჩლიქები.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…