ბილწსიტყვაობა ცუდია და კანონი ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს - ლევან იოსელიანი
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ბილწსიტყვაობა ცუდია და კანონი ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს. განცხადება მოჰყვა ლაშა ნაცვლიშვილის მიერ ხელისუფლების მაკრიტიკებელი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, იობის შეურაცხყოფას.

ბილწსიტყვაობა ცუდია და კანონი ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი წერს.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ნაცვლიშვილმა მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობს აგინა. ინციდენტი 2026 წლის 11 ნოემბერს მოხდა და ის სასულიერო პირის მიერ ხელისუფლების კრიტიკას მოჰყვა.
„იობ ტვაიუ მაწ რა...“ - დაწერა ნაცვლიშვილმა და იქვე მიაწერა, რომ რუსული შრიფტი გაეჭედა.
ლაშა ნაცვლიშვილის გინებას არაერთი სასულიერო პირი გამოეხმაურა. ზოგმა მას აღსარების ჩაბარება ურჩია, ზოგმა კი თქვა, რომ “სასულიერო პირის მიმართ გინება ძალიან ცუდი ტონია და პასუხი უნდა გაეცეს“.
ასევე ნახეთ მეუფე იობის გზავნილები:
“ხელისუფლებამ თავის შესაძლებლობები სრულად ამოწურა" - მიტროპოლიტი იობი
"ეკლესიამ სუს-ის კრებსების გამო დაკარგა მრევლი" - მიტროპოლიტი იობი ახსენებს ივანიშვილს
სასულიერო პირთა უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა - მიტროპოლიტი იობი
ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება - მიტროპოლიტი იობი
მიტროპოლიტი იობი თვლის, რომ ფული, რომელსაც ეკლესიას მთავრობა აძლევს გამჭვირვალე უნდა იყოს
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…