არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე - ისეთ სამართლებრივ ნონსენსს საუბრობენ, რომ პირველი კურსის სტუდენტსაც თმები ყალყზე დაუდგებოდა - „ნაცმოძრაობა” იქამდე მივა, რომ იტყვიან, სააკაშვილი „ნაცმოძრაობის” წევრი საერთოდ არ ყოფილაო
არჩილ გორდულაძე ოპოზიციას სამართლებრივ ნონსენსში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ისინი ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მომხრეებს საკონცენტრაციო ბანაკებს მოუწყობდნენ.

დღეს მათი ინტელექტისა და პროფესიონალიზმის შედეგები საზოგადოებამ ნახა. ხშირად ისეთ სამართლებრივ ნონსენსს საუბრობენ, რომ პირველი კურსის, პირველი სემესტრის სტუდენტსაც თმები ყალყზე დაუდგებოდა - ესენი ხელისუფლებაში, რომ იყვნენ ალბათ, ჩვენ მომხრეებს საკონცენტრაციო ბანაკებს მოუწყობდნენ და იქ მოათავსებდნენ, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების” ერთ-ერთმა წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „რთულია საერთოდ რამეზე საუბარი, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის” წევრები იძახიან, რომ ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი მათთან კავშირში არ არიან, როდესაც „ლელო-ძლიერი საქართველო” ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილი მათთან კავშირში არ არის. ნახევარ საათის განმავლობაში საკუთარ ნათქვამსაც კი ეწინააღმდეგებიან, ხშირ შემთხვევაში ნახევარი საათიც არაა საჭირო, ათ წუთში უარყოფენ”.
„როგორც მითხრეს, ქალბატონი ანა წითლიძე ერთ-ერთ ეთერში საუბრობდა, რომ ინტელექტი და პროფესიონალიზმი არაკონსტიტუციური პარტიების მხარესა, დღეს მათი ინტელექტისა და პროფესიონალიზმის შედეგები საზოგადოებამ ნახა. ხშირად ისეთ სამართლებრივ ნონსენსს საუბრობენ, რომ პირველი კურსის, პირველი სემესტრის სტუდენტსაც თმები ყალყზე დაუდგებოდა. მაგალითად, ისიც მოვისმინეთ, რომ თურმე ადამიანის უფლებები სამართლებრივი სახელმწიფოს ნაწილი არ ყოფილა, შემდეგ ძლივს, როგორღაც ერთი საათის შემდეგ, ადამიანი რომელიც არის პროფესორი, აკადემიურ სფეროშია, წიგნების ავტორია, ამას ამბობდა და არაერთი ჩაკითხვის შემდეგ გამოასწორა, თვითონაც მიხვდა, რომ სამართლებრივ ნონსენსს საუბრობდა.
ისიც მოვისმინეთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან” ადეიშვილსა და მერაბიშვილს არანაირი კავშირი არ ჰქონიათ, ეს ადამიანები, „ნაცმოძრაობა” იქამდე მივა, რომ ბოლოს მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის” წევრი საერთოდ არ ყოფილაო, იმასაც იტყვიან. ამ დღეში არიან ისინი ჩავარდნილები, როდესაც სისტემური ადამიანის უფლებათა დარღვევის, დამოუკიდებლობის ხელყოფის და ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შექმნის წინააღმდეგ ფაქტებზე არაფერი არ აქვთ სათქმელი. შეიძლება ისიც თქვან, რომ 2004 -2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაშიც არ ყოფილაო, ამ დღეში არიან ჩაცვენილები. კიდევ უფრო აღმაშფოთებელია, რაც დღეს გაჟღერდა, ისევ არ იშლიან თავისას, ისევ მილიონ ას ოცი ათასზე მეტ ადამიანს შეურაცხყოფას აყენებენ და ამას სხდომათა დარბაზში აკეთებენ. მაგალითად, ბატონმა სიორიძემ, „ნაც-ლელოს” წარმომადგენელმა დღეს გაბედა და ჩვენს ამომრჩეველს პრორუსი უწოდა. თითოეულმა ადამიანმა კარგად დაიმახსოვროს, ზრდილობას მოუხმონ, როდესაც ჩვენ ამომრჩეველზე საუბრობენ და გაითავისონ, რომ ჩვენი ამომრჩეველი არის პროქართველი და მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე იღებენ გადაწყვეტილებას და მხარს გვიჭერენ. თავი დაანებონ დეჰუმანიზაციის მცდელობებს და იმ პრაქტიკას, რომელიც იყო ნაცისტური, ფაშისტური და ევროპაში 40-იანი უარი ეთქვა. დღესაც იმავეს აკეთებენ, არათუ ექსტრემიზმს ახალისებენ, ცდილობენ, რომ ადამიანები გარიყონ და გამიჯნონ. ესენი ხელისუფლებაში რომ იყვნენ, ალბათ, ჩვენ მომხრეებს საკონცენტრაციო ბანაკებს მოუწყობდნენ და იქ მოათავსებენ, იმ დროში არიან ჩაცვენილები. ამიტომაც, ყოველ დღე სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ამტკიცებენ, რომ მათი რეალური საფრთხე კონსტიტუციური დარღვევისა არის რეალური და რომ იყვნენ ხელისუფლებაში ადამიანის უფლებებს საერთოდ ფეხქვეშ გათელავდნენ“, - განაცხადა გორდულაძემ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…