“უკადრებელი არ უნდა იკადრო. სტუდენტობის დროიდან გვაქვს ურთიერთობა” – შარმანაშვილი ჩიხრაძეს
დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი ფიქრია ჩიხრაძის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ესწრება.

ქართული ოცნების დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის სარჩელის ერთ-ერთი წარმდგენი პირია, პილიტიკოს, ფიქრია ჩიხრაძეს პასუხობს და წერს:.
უკადრებელი არ უნდა იკადრო ადამიანმა. სტუდენტობის დროიდან გვაქვს ურთიერთობა. ან იკითხე, რატომ არ ვარ, ან მე დამირეკე ბოლობოლო. ბიულეტენზე ვარ და საკმაოდ სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს. ექიმებმა მირჩიეს, თავი შემეკავებინა აქტიურობისგან. ვფიქრობ, არ დავუჯერო, შემაჯამებელი სიტყვისთვის ჩავიდე პროცესზე და ამნაირების გულის გასახეთქად ვთქვა ის, რაც საჭიროა. იმედია, შევძლებ.
ცნობისთვის, ლელოს წარმომადგენელმა, ფიქრია ჩიხრაძემ თქვა, რომ ქართულმა ოცნებამ ბრალდების წარმომადგენლებიდან ერთი პირი გადამალა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…