ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თენგიზ შარმანაშვილი საერთაშორისო გამოხმაურებების შესახებ: „მოწოდება რომ იყოს, ნორმალური ასატანი იქნებოდა, მაგრამ ისინი გვიწყვეტენ, ჩვენი კონსტიტუცია რა შემთხვევაში გამოვიყენოთ. რა შთაბეჭდილება უნდა დავტოვოთ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე, თუ მათი კარნახით დავიწყებთ კონსტიტუციის გამოყენებას?“

ქართული ოცნება

დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი საერთაშორისო პარტნიორებს შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ისინი კარნახობენ ხელისუფლებას, რა შემთხვევაში გამოიყენონ კონსტიტუცია, რასაც ქვეყანა არ დაუშვებს.

თენგიზ შარმანაშვილი საერთაშორისო გამოხმაურებების შესახებ: „მოწოდება რომ იყოს, ნორმალური ასატანი იქნებოდა, მაგრამ ისინი გვიწყვეტენ, ჩვენი კონსტიტუცია რა შემთხვევაში გამოვიყენოთ. რა შთაბეჭდილება უნდა დავტოვოთ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე, თუ მათი კარნახით დავიწყებთ კონსტიტუციის გამოყენებას?“
თენგიზ შარმანაშვილი საერთაშორისო გამოხმაურებების შესახებ: „მოწოდება რომ იყოს, ნორმალური ასატანი იქნებოდა, მაგრამ ისინი გვიწყვეტენ, ჩვენი კონსტიტუცია რა შემთხვევაში გამოვიყენოთ. რა შთაბეჭდილება უნდა დავტოვოთ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე, თუ მათი კარნახით დავიწყებთ კონსტიტუციის გამოყენებას?“POSTV

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა, საერთაშორისო გამოხმაურებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მათ შორის, ის გამოეხმაურა „ალდეს“ განცხადებას, რომელიც ევროკავშირს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

„ეს გამოხმაურება რომ იყოს, ან მოწოდება იყოს, რომ “ჩვენ დარწმუნებულნი ვართ და იმედს გამოვთქვამთ, რომ სამართლიანი სასამართლო პროცესი ჩატარდება”, ეს ნორმალური და ასატანი იქნებოდა, მაგრამ ისინი რას გვეუბნებიან? – არ გამოვიყენოთ ჩვენი კონსტიტუციური უფლება და არ შევიტანოთ სარჩელი, ან შეტანილი სარჩელი გამოვიტანოთ. ანუ თვითონ გვიწყვეტენ, როგორ მოვიქცეთ, ჩვენი კონსტიტუცია რა შემთხვევაში გამოვიყენოთ და რა შემთხვევაში არ გამოვიყენოთ. რა შთაბეჭდილება უნდა დავტოვოთ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე, თუ მათი კარნახით დავიწყებთ საქართველოს კონსტიტუციის გამოყენებას? აი, ამასთან გვაქვს საქმე.

ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, გაგვაჩნია ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობა; კონსტიტუციურ დანაწესებს გამოვიყენებთ ჩვენი სუვერენული უფლებების გამოყენებით, და ვერავინ ამ საქმეში ვერ ჩაერევა“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს გამოხმაურება რომ იყოს, ან მოწოდება იყოს, რომ “ჩვენ დარწმუნებულნი ვართ და იმედს გამოვთქვამთ, რომ სამართლიანი სასამართლო პროცესი ჩატარდება”, ეს ნორმალური და ასატანი იქნებოდა, მაგრამ ისინი რას გვეუბნებიან? – არ გამოვიყენოთ ჩვენი კონსტიტუციური უფლება და არ შევიტანოთ სარჩელი, ან შეტანილი სარჩელი გამოვიტანოთ. ანუ თვითონ გვიწყვეტენ, როგორ მოვიქცეთ, ჩვენი კონსტიტუცია რა შემთხვევაში გამოვიყენოთ და რა შემთხვევაში არ გამოვიყენოთ. რა შთაბეჭდილება უნდა დავტოვოთ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე, თუ მათი კარნახით დავიწყებთ საქართველოს კონსტიტუციის გამოყენებას? აი, ამასთან გვაქვს საქმე. ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, გაგვაჩნია ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობა; კონსტიტუციურ დანაწესებს გამოვიყენებთ ჩვენი სუვერენული უფლებების გამოყენებით, და ვერავინ ამ საქმეში ვერ ჩაერევა“
თენგიზ შარმანაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თენგიზ შარმანაშვილი - ჩვენი ოპონენტები უბრალოდ აგროვებენ შუამდგომლობებს და ისეთი ფორმით აყენებენ, შეუძლებელია მისი დაკმაყოფილება - ნათლად ჩანს, სარჩელში ვის რას ეხება, კარგად იციან, რომ სერიოზული მტკიცებულებები არსებობს და ამიტომ ნერვიულობენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები