ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

საქართველოს ჩინეთიდან ტურისტული სექტორისა და შოუბიზნესის წარმომადგენლები ეწვივნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით, ჩინეთიდან ტურისტული სექტორისა და შოუბიზნესის წარმომადგენლები, მათ შორის ცნობილი მსახიობი და ინფლუენსერი სუნ ი ეწვივნენ.

საქართველოს ჩინეთიდან ტურისტული სექტორისა და შოუბიზნესის წარმომადგენლები ეწვივნენ
საქართველოს ჩინეთიდან ტურისტული სექტორისა და შოუბიზნესის წარმომადგენლები ეწვივნენრუსთავი 2

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ჩინეთის ბაზარზე აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში, საერთაშორისო კომპანია „Dragon Trail International“-თან თანამშრომლობით, ადმინისტრაციამ ჩინეთის 9 წამყვანი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელს უმასპინძლა.

საინფორმაციო ტურის ფარგლებში, ჩინელი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, სასტუმრო ინფრასტრუქტურასა და ღირსშესანიშნაობებს გაეცნენ. ტურის მონაწილეები ეწვივნენ ქუთაისს, ლეჩხუმს, სვანეთსა და ბათუმს.

ვიზიტის ფარგლებში, ჩინელმა ტუროპერატორებმა ქართველ კოლეგებთან B2B ფორმატის სამუშაო შეხვედრები გამართეს - დაამყარეს პირდაპირი ბიზნესკონტაქტები და მომავალი თანამშრომლობის ორიენტირები განსაზღვრეს.

ინფოტურის პარალელურად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით, საქართველოს ცნობილი ჩინელი მსახიობი და ინფლუენსერი სუნ ი (Sun Yi) ეწვია. მოგზაურობისას მან თბილისი, მცხეთა, ანანური, გუდაური, ყაზბეგი და გერგეთის სამება მოინახულა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.