ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კამპანიის "გამომყევი აჭარაში" გამარჯვებულები ბათუმში გამართულ დაჯილდოების ღონისძიებაზე გამოვლინდნენ - პირველი ადგილი, კონტენტ-კრეატორმა გუგა გიორგობიანმა აიღო

შიდა ტურიზმის კამპანიის „გამომყევი აჭარაში“ გამარჯვებულები ბათუმში გამოვლინდნენ: პირველი ადგილი გუგა გიორგობიანმა დაიკავა, რომლის კონტენტის წვდომამ 162 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მთლიანმა კამპანიამ სოციალურ ქსელებში 1 მილიარდამდე წვდომა დააგროვა.

კამპანიის "გამომყევი აჭარაში" გამარჯვებულები ბათუმში გამართულ დაჯილდოების ღონისძიებაზე გამოვლინდნენ - პირველი ადგილი, კონტენტ-კრეატორმა გუგა გიორგობიანმა აიღო
კამპანიის "გამომყევი აჭარაში" გამარჯვებულები ბათუმში გამართულ დაჯილდოების ღონისძიებაზე გამოვლინდნენ - პირველი ადგილი, კონტენტ-კრეატორმა გუგა გიორგობიანმა აიღორუსთავი 2

შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანიამ "გამომყევი აჭარაში" სოციალურ ქსელებში უპრეცედენტო რაოდენობის 1 მილიარდამდე წვდომა დააგროვა.

კამპანიის გამარჯვებულები ბათუმში გამართულ დაჯილდოების ღონისძიებაზე გამოვლინდნენ. პირველი ადგილი, კონტენტ-კრეატორმა გუგა გიორგობიანმა აიღო. მის მიერ აჭარაში მოგზაურობისას გამოქვეყნებული კონტენტის წვდომამ 162 812 845 შეადგინა. მეორე ადგილზე ბათუმელი კონტენტ-კრეატორი ხვიჩა ასამბაძე გავიდა, რომლის მიერ გამოქვეყნებულმა კონტენტმა სოციალურ ქსელებში 104 637 525 წვდომა დააგროვა. მესამე ადგილი კონტენტ-კრეატორმა ნიკა გელაშვილმა ( 92 405 981 წვდომა), ხოლო მეოთხე ადგილი კონტენტ-კრეატორმა ჯაბა გოგიტიძემ (66 594 579 წვდომა) დაიკავეს. საკუთარი რჩეულები დაასახელეს და სპეციალური საჩუქრები გადასცეს მონაწილე კონტენტ-კრეატორებს კერძო სექტორის წარმომადგენლებმა. აჭარის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კი კამპანიის მონაწილეებს მადლობის სიგელები გადასცა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.

წელს, კამპანიაში 120-ზე მეტი კონტენტ კრეატორი დარეგისტრირდა, თუმცა აქტიურად 60-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო პროექტში. საბოლოოდ, ყველაზე კარგი შედეგები იმ კონტენტ-კრეატორებმა აჩვენეს, რომლებიც აქტიურად მოგზაურობდნენ აჭარაში და ასიათასობით შიდა ტურისტს აცნობდნენ აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს. შედეგად, მონაწილეებმა სოციალურ ქსელებში აჭარის შესახებ 12, 000-ზე მეტი პოსტი გამოაქვეყნეს. კამპანიის მსვლელობისას მონაწილეებმა აჭარაში არსებულ 200-მდე ტურისტულ ობიექტს, ადგილსა და პროდუქტს გაუწიეს პოპულარიზაცია.

კამპანია "გამომყევი აჭარაში" რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით 2023 წლიდან ტარდება. გასულ წელს, მასში ჩართულმა ინფლუენსერებმა და კონტენტ კრეატორებმა რეგიონში ორთვენახევრის განმავლობაში იმოგზაურეს და შიდა ტურისტებს გააცნეს აჭარის ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ტურისტული ადგილები. 2025 წელს, კამპანიამ სოციალურ ქსელებში ნახევარ მილიარდ წვდომას მიაღწია, 2024-ში 240 მილიონზე მეტს, ხოლო 2023 წელს 100 მილიონი წვდომა დააგროვა. კამპანიის მიზანი წინა წლების მსგავსად, წელსაც აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველი, მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქართველი ბლოგერ/ინფლუენსერების ჩართულობით შიდა ტურიზმის სტიმულირებაა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. NEWS.GE150 000 ლარი ბიუჯეტიდან – „გამომყევი აჭარაში“ კამპანიაში გუგა გიორგობიანმა გაიმარჯვა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ნანუკა ჟორჟოლიანი: ბათუმელი ბიჭის სიცოცხლე, ხალხმა გადაარჩინა გუშინ წინ. უცნობმა ადამიანებმა საკუთარი ჯიბეები გამოფხიკეს, 60 თეთრი, ლარი, 5 ლარი ...წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები