პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მოსამართლე ევა გოცირიძე: “სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, რომ გამოიძიოს, ადეკვატურად დასაჯოს დამნაშავე და აღასრულოს ეს გადაწყვეტილება სწორად და ეფექტიანად. ქვეყანაში თუ არის დანაშაულის დაუსჯელობა, ეს, რა თქმა უნდა, არის მმართველი ძალის პოლიტიკის ერთ-ერთი ასპექტი”

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძის განცხადებით, თუ ქვეყანაში დანაშაულის დაუსჯელობაა, ეს მმართველი ძალის პოლიტიკის ასპექტია. მან პარტიისა და სახელმწიფოს გამიჯვნაზე საუბრისას მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდი მიმოიხილა.

მოსამართლე ევა გოცირიძე: “სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, რომ გამოიძიოს, ადეკვატურად დასაჯოს დამნაშავე და აღასრულოს ეს გადაწყვეტილება სწორად და ეფექტიანად. ქვეყანაში თუ არის დანაშაულის დაუსჯელობა, ეს, რა თქმა უნდა, არის მმართველი ძალის პოლიტიკის ერთ-ერთი ასპექტი”
POSTV

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე პარტიისა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობის გამიჯვნის, ასევე, ინდივიდუალური დანაშაულისა და დაუსჯელობის პრაქტიკის საკითხებზე ისაუბრა.

„ზოგადად, პარტია და სახელმწიფო ცალ-ცალკე ცნებები და ინსტიტუციებია, – რა თქმა უნდა, ასეა, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარია მმართველ პარტიაზე, რომელიც განახორციელებს პოლიტიკას სახელმწიფოში.

მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, ქვეყანაში სხვა წყობა იყო – ეს იყო საპრეზიდენტო რესპუბლიკა, სადაც, ვიცით, რომ პრეზიდენტი, ერთდროულად, სახელმწიფო მეთაურიც არის და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურიც. ამავდროულად, პრეზიდენტს არ ეკრძალებოდა, ყოფილიყო პოლიტიკური პარტიის წევრი და ლიდერი, ანუ მიხეილ სააკაშვილი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი; იმავე დროს, იყო სახელმწიფოს მეთაური და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური. აი, ეს მოცემულობა, აბსოლუტურად უდავო მოცემულობა, არ გვაძლევს იმის საკმარის საფუძველს, რომ ყველაფერი, რაც ხდებოდა მმართველი პარტიის პოლიტიკის განხორციელების ფარგლებში, ამავე დროს, შეერაცხოს მმართველ პარტიას.

და მეორე – რაც შეეხება ინდივიდუალურ დანაშაულს: ცხადია, ინდივიდუალური დანაშაული არ შეიძლება შეერაცხოს პარტიას, მაგრამ თუ პარტიის პოლიტიკა არის შემგუებლური დამოკიდებულება და დაუსჯელობის პრაქტიკა, ასეთ დროს სრულიად სხვაგვარი ვითარება წარმოიშობა ადამიანის უფლებებთან მიმართებით, იმიტომ, რომ, როგორც წინა გამოსვლაში აღვნიშნე, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, გამოიძიოს, ადეკვატურად დასაჯოს დამნაშავე და აღასრულოს ეს გადაწყვეტილება სწორად და ეფექტიანად. თუ ქვეყანაში არის დანაშაულის დაუსჯელობა, ეს, რა თქმა უნდა, არის მმართველი ძალის პოლიტიკის ერთ-ერთი ასპექტი”, – განაცხადა გოცირიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობომოსამართლე ევა გოცირიძე: სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, გამოიძიოს, ადეკვატურად დასაჯოს დამნაშავე, აღასრულოს ეს გადაწყვეტილება სწორად და ეფექტიანად. ქვეყანაში თუ არის დანაშაულის დაუსჯელობა, ეს არის მმართველი ძალის პოლიტიკის ერთ-ერთი ასპექტი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“ეს ყველაფერი რაში გვჭირდება?” – მოსამართლე “ოცნებას”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები