ევროპას გააჩნდა უსაფრთხოების გამართული არქიტექტურა მანამ, სანამ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მას ჯერ საფუძველი არ შეურყია, საბოლოოდ კი სრულად არ მოშალა - ანტონიო კოშტა
დუბლინში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გაიხსნა, რომელშიც ირაკლი კობახიძეც მონაწილეობს. ანტონიო კოშტას განცხადებით, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა უკრაინაში რუსეთის შეჭრამ სრულად მოშალა.

დუბლინში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტი გაიხსნა, რომელშიც, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს. ირაკლი კობახიძე პლენარულ სესიას დაესწრო. მთავრობის მეთაური მრგვალი მაგიდის ფორმატში ასევე მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა. სამიტს 50-მდე სახელმწიფოს ლიდერი ესწრება.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ანტონიო კოშტას განცხადებით, ევროპამ უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპების დაცვასა და გაძლიერებაზე უნდა იზრუნოს.
"ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც აუცილებელია ფუნდამენტური პრინციპების დაცვა, გამყარება და განმტკიცება; დროში, როცა ჩვენ მკაფიოდ უნდა განვსაზღვროთ, როგორი უსაფრთხოება გვსურს ჩვენს კონტინენტზე. სწორედ ამიტომ, დღეს ევროპული პოლიტიკური გაერთიანება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რომ იგი უსაფრთხოების საკითხებზე საერთო ევროპული მსჯელობის უმთავრესი ფორუმია. ევროპას გააჩნდა უსაფრთხოების გამართული არქიტექტურა მანამ, სანამ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მას ჯერ საფუძველი არ შეურყია, საბოლოოდ კი სრულად არ მოშალა", - აცხადებს ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…