"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია: დაჩი ტვილდიანი ჩვენი წევრი არასდროს ყოფილა - გავრცელებული ინფორმაცია დეზინფორმაციაა
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია უარყოფს მედიაში გავრცელებულ ცნობებს და აცხადებს, რომ თბილისში მომხდარი ინციდენტის მონაწილე დაჩი ტვილდიანი მათი წევრი არასდროს ყოფილა.

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, Როგორც "რუსთავი 2-ს" ორგანიზაციაში განუცხადეს, დაჩი ტვილდიანი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი არასდროს ყოფილა.
"უკვე მეორე დღეა, კონკრეტული მედიასაშუალების მხრიდან ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს თბილისში მომხდარი ინციდენტის მონაწილე დაჩი ტვილდიანი "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომდგენელია.
დაჩი ტვილდიანი არ არის და არასოდეს ყოფილა "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, დეზინფორმაციის გამავრცელებელ მედიას კი მოვუწოდებთ, რომ მსგავსი სიცრუის ტირაჟირებამდე ინფორმაციის გადმოწმების მარტივ ჟურნალისტურ სტანდარტს მიმართოს. " - განგვიცხადეს ქართული ოცნების ახალგაზრდულ ორგანიზაციაში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…