ზახაროვამ დასავლეთი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა
ზახაროვამ დასავლეთი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევასა და საპროტესტო განწყობების მართვის მცდელობაში დაადანაშაულა. მისი მტკიცებით, 2024 წლის მოვლენები მოქალაქეთა ნების წინააღმდეგ იყო მიმართული.

ზახაროვამ დასავლეთი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.
ზახაროვას მტკიცებით, 2024 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენები საქართველოს მოქალაქეების ნების წინააღმდეგ იყო მიმართული, ხოლო "დასავლეთის ჩარევის" მაგალითად მან "უცხოეთის აგენტების" კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები მოიყვანა.
მან თავი აარიდა პასუხს კითხვაზე, გააფრთხილა თუ არა მოსკოვმა საქართველოს ხელისუფლება 2024 წელს იმ საფრთხის შესახებ, რომელიც სერგეი შოიგუმ "სახელმწიფო გადატრიალებად" დაახასიათა.
ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო
"აქტიურად ვაკეთებდით კომენტარებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, როცა ეს ყველაფერი ხდებოდა. ვამბობდით, რომ სუვერენული სახელმწიფოს, საქართველოს, მიმართ იყენებდნენ ყველა იმ ხერხს, რასაც შიდა საქმეებში ჩარევას უწოდებენ. ცდილობდნენ, საქართველო ანტიქართულ “ნარატივებში“ მოექციათ. რადგან ყველაფერი, რაც ხდებოდა, პირველ რიგში, თავად საქართველოს მოქალაქეების მიერ გამოხატული ნების წინააღმდეგ იყო მიმართული.
ამაზე ღიად ვსაუბრობდით, ფაქტებზე დაყრდნობით. კერძოდ, სწორედ “უცხოეთის აგენტების“ კანონის მაგალითზე ვამბობდით, როგორ იყენებდა დასავლეთი ამ საკითხს მანიპულაციისთვის და როგორ ერეოდა საქართველოს შიდა საქმეებში.
დასავლეთი ცდილობდა ამ კანონის გაუქმებას, შემდეგ კი ამავე საკითხის გამოყენებას, რათა როგორმე “დაედგა“ და ემართა საპროტესტო განწყობები. იქ, სადაც ამის უფლება არ ჰქონდა, ამ პროცესებს სრულიად ხელოვნურად აღვივებდა. ამ ყველაფერს მაშინვე ვეხმაურებოდით, ფაქტობრივად, რეალურ დროში." – თქვა ზახაროვამ.
ცნობისთვის, 9 ნოემბერს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ 2024 წელს „ქართულმა ოცნებამ“ პროდასავლური ოპოზიციის მიერ ინიცირებული სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება დაიწყო.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…