ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ქვემო ქართლში 1350 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა

ქვემო ქართლში, მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში სარწყავი არხების მოწესრიგების შედეგად 1350 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა.

ქვემო ქართლში 1350 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა
ქვემო ქართლში 1350 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდარუსთავი 2

შპს „საქართველოს მელიორაცია“, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განახლების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა სახის სამუშაოებს, მათ შორის ქვემო ქართლის რეგიონშიც.

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კუშჩუში, წმინდა გიორგის მიმყვან არხზე გადამღვრელი კვანძი მოეწყო. განხორციელებული სამუშაოები გააუმჯობესებს წყლის რეგულირების პროცესს და ხელს შეუწყობს დაახლოებით 700 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის მორწყვას.

საექსპლუატაციო სამუშაოები დასრულდა გარდაბნის მუნიციპალიტეტშიც. ვაზიანის მიმყვან არხზე მოწყობილი გადამღვრელი კვანძი ჭარბი წყლის დროულად გადაღვრას უზრუნველყოფს, რაც წყლის რეგულირებას გაამარტივებს. აღნიშნული არხით დაახლოებით 650 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი ირწყვება.

ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და წყლის რესურსების რაციონალურად გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის გასარწყავიანებულ ფართობებს, რაც გადამწყვეტია სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებისა და პროდუქტიულობის ზრდისთვის.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
2026 წელს შიდა ქართლის რეგიონში წყალუზრუნველყოფა 11 591 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები