ბენჟამინ ჰადადი - 16 ნოემბერს ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს
საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრის, ბენჟამინ ჰადადის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს, რაც დამატებით 150 სუბიექტსა და 50 ბანკს შეეხება.

16 ნოემბერს ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს, - ამის შესახებ საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ბენჟამინ ჰადადმა განაცხადა.
„ორშაბათს რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დავაწესებთ, რომელიც დამატებით 150 სუბიექტსა და 50 ბანკს მოიცავს“, - განაცხადა ჰადადმა.
მისი თქმით, სანქციების სიაში დასამატებლად რუსული ორგანიზაციების დიდი ნაწილი სწორედ საფრანგეთმა წარადგინა.
„ჩვენ რუსეთზე ეკონომიკურ ზეწოლას და რა თქმა უნდა, უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ“, - აღნიშნა მინისტრმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…