პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მედია: სანქტ-პეტერბურგში რუსეთის არმიის პოლკოვნიკი მანქანაში ააფეთქეს

რუსული მედიის ცნობით, სანქტ-პეტერბურგში, კოლპინის გზატკეცილზე მანქანაში ააფეთქეს რუსეთის არმიის პოლკოვნიკი, რის შედეგადაც ის დაიღუპა, ხოლო მისი ნათესავი მძიმედ დაიჭრა.

მედია: სანქტ-პეტერბურგში რუსეთის არმიის პოლკოვნიკი მანქანაში ააფეთქეს
იმედინიუსი

რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში რუსეთის არმიის პოლკოვნიკი მანქანაში ააფეთქეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობების თანახმად, დაღუპულია სამხედრო-საჰაერო ძალებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მეექვსე არმიის შტურმანი.

შემთხვევა გამთენიისას კოლპინის გზატკეცილზე მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა, სავარაუდოდ, მანქანის ქვეშ იყო დამონტაჟებული.

ავტომობილში სამხედროსთან ერთად მისი ნათესავიც იმყოფებოდა, რომელიც მძიმედ დაიჭრა და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში, დაახლოებით ამავე ადგილას ავტომობილი აფეთქების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. მაშინ მანქანაში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვიცე-პოლკოვნიკი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდნენ. მათ ქვედა კიდურები დაკარგეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიპეტერბურგში სამხედრო, სავარაუდოდ, პოლკოვნიკია მოკლული ავტომანქანის აფეთქების შედეგად
  2. ალიაოპოზიციურისანქტ-პეტერბურგში, ავტომობილის აფეთქებას რუსი სამხედრო მემსხვერპლა – რუსული მედია
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინულმა დრონებმა სანქტ-პეტერბურგსა და ლენინგრადის ოლქზე უპრეცედენტო შეტევა განახორციელესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები