პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უკრაინული დრონების შეტევა სანქტ-პეტერბურგზე - ნავთობტერმინალზე ხანძარი გაჩნდა

სანქტ-პეტერბურგსა და ლენინგრადის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასშტაბური იერიში განხორციელდა. გუბერნატორ ალექსანდრ ბეგლოვის განცხადებით, ნავთობტერმინალზე ხანძარი გაჩნდა, თავდასხმის შედეგად კი ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა.

უკრაინული დრონების შეტევა სანქტ-პეტერბურგზე - ნავთობტერმინალზე ხანძარი გაჩნდა
ფორმულა

უკრაინული დრონებით სანქტ-პეტერბურგსა და ლენინგრადის ოლქზე მთელი ღამის განმავლობაში მასშტაბური თავდასხმა მიმდინარეობდა.

რუსული მხარის განცხადებით, 17-18 ოქტომბრის ღამეს ლენინგრადის ოლქს 100-ზე მეტი დრონი დაესხა თავს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტი, მათ შორის ნავთობტერმინალი.

ასევე დაფიქსირდა ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებები. აეროპორტებში თვითმფრინავების მიღებასა და გაფრენაზე შეზღუდვები დაწესდა.

ლენინგრადის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 126 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მისი თქმით, ეს რეგიონზე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური თავდასხმა იყო.

მოგვიანებით გავრცელდა ცნობები ნავსადგურისა და ადგილობრივი ნავთობბაზის დაზიანების შესახებ.

სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორმა, ალექსანდრ ბეგლოვმა, თავდასხმა დაადასტურა. მისი ინფორმაციით, ხანძარი გაჩნდა სანქტ-პეტერბურგის ნავთობტერმინალზე, რუჩის ნავთობის საცავში და კოლპინოს რაიონში მდებარე სამრეწველო საწყობებში.

ბეგლოვის ცნობით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა.

უკრაინულმა მონიტორინგის არხებმა განაცხადეს, რომ „მასშტაბური“ დრონებით შეტევა ადგილობრივი დროით 02:50 საათზე დაიწყო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. TV პირველიოპოზიციურიდრონების შეტევა სანქტ-პეტერბურგზე - ნავთობტერმინალზე ხანძარი გაჩნდა
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შეტევა იყო ბალტიის ზღვაზე რუსეთის ერთ-ერთ დიდ პორტზე, უსტ-ლუგაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები