პეტერბურგში სამხედრო, სავარაუდოდ, პოლკოვნიკია მოკლული ავტომანქანის აფეთქების შედეგად
სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის დისტანციური აფეთქების შედეგად სამხედრო მოსამსახურე მოკლეს, რომელიც, მედიის ცნობით, საჰაერო ძალების პოლკოვნიკია.

საგამოძიებო კომიტეტმა 12 ნოემბერს დაადასტურა, რომ ავტომობილის აფეთქების შედეგად სამხედრო მოსამსახურეა მოკლული და იძიებენ შესაბამისი მუხლით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს.
საგამოძიებო კომიტეტს მოკლულის ვინაობა და ჩინი არ დაუსახელებია.
აფეთქება 12 ნოემბერს დილით ადრე მოხდა სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში. ადგილობრივი ტელეარხის, „78“-ის ცნობით, ავტომობილში იმყოფებოდა პოლკოვნიკი, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მე-6 არმიის მთავარი შტურმანი.
რუსული მედიიასაშუალებების ინფორმაციით, დანაღმული ავტომანქანა დისტანციურად ააფეთქეს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…