ლევან მოსეშვილი: IATA-სთან პარტნიორობა საქართველოს ავიაციისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება IATA-ს რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა. გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, ორგანიზაცია IATA-ს ეგიდით საერთაშორისო ტრენინგებს ჩაატარებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება (UAG) საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) პირველი რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა, რაც საქართველოს საავიაციო სექტორისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, IATA-სთან ხელშეკრულების გაფორმება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის, ისე მთლიანად ქვეყნის საავიაციო ინდუსტრიისთვის. ლევან მოსეშვილი განმარტავს, რომ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება რეგიონში პირველი პარტნიორი ორგანიზაციაა, რომელიც IATA-ს ეგიდით საერთაშორისო სასწავლო ტრენინგებს ჩაატარებს.
„ეს ახალი გამოწვევაა და, ამავდროულად, მსოფლიო მასშტაბით საქართველოს საავიაციო ინდუსტრიის აღიარება. შედეგად, შესაძლებლობა გვაქვს, ახალი სასწავლო პროგრამები განვავითაროთ როგორც საქართველოს, ისე რეგიონის მასშტაბით, ავამაღლოთ საავიაციო სპეციალისტების ცოდნის დონე და ხელი შევუწყოთ მთლიანად სექტორის განვითარებას. ეს აღიარება ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას, საავიაციო სტანდარტების კიდევ უფრო გამყარებას. ასევე მოვამზადებთ ახალი თაობის ავიატორებსა და ლიდერებს, რომლებიც მომავალში საავიაციო სექტორს უხელმძღვანელებენ“, - აცხადებს ლევან მოსეშვილი.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების IATA-თან თანამშრომლობა ქვეყანას საავიაციო განათლებისა და პროფესიული გადამზადების რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების ახალ შესაძლებლობებს უქმნის. ამასთან, აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საავიაციო სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადებას, პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და საქართველოს რეგიონულ საავიაციო საგანმანათლებლო ცენტრად ჩამოყალიბებას.
2027 წლის თებერვლიდან UAG აკადემიაში IATA-ს საერთაშორისო სასწავლო კურსები დაიწყება. პროგრამებში მონაწილეობას შეძლებენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე რეგიონის სხვა ქვეყნების დაინტერესებული პირები.
ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიასაქართველოს აეროპორტების გაერთიანება რეგიონში IATA-ს პირველი სასწავლო პარტნიორი გახდა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება რეგიონში IATA-ს პირველი სასწავლო პარტნიორი ოფიციალურად გახდა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) აკადემიის დირექტორი: ჩვენი მიზანია, საქართველო საერთაშორისო საავიაციო განათლების მიღების მნიშვნელოვან ცენტრად ვაქციოთ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…