პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) აკადემიის დირექტორი: ჩვენი მიზანია, საქართველო საერთაშორისო საავიაციო განათლების მიღების მნიშვნელოვან ცენტრად ვაქციოთ

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების აკადემია IATA-ს რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა. აკადემიის დირექტორის, ნიკა თიკანაშვილის თქმით, მიზანია საქართველო საავიაციო განათლების რეგიონულ ცენტრად იქცეს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) აკადემიის დირექტორი: ჩვენი მიზანია, საქართველო საერთაშორისო საავიაციო განათლების მიღების მნიშვნელოვან ცენტრად ვაქციოთ
იმედინიუსი

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) აკადემია საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) პირველი რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, აღნიშნული სტატუსი საქართველოს საავიაციო განათლებისა და პროფესიული გადამზადების მიმართულებით მნიშვნელოვან ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების UAG აკადემიის დირექტორი ნიკა თიკანაშვილი აცხადებს, IATA-ს აკრედიტაციის წარმატებით გავლა და რეგიონული სასწავლო პარტნიორის სტატუსის მოპოვება აკადემიისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა, რომელიც საქართველოში საერთაშორისო დონის სასწავლო პროგრამების დანერგვის შესაძლებლობას იძლევა.

„IATA-ს აკრედიტაციის წარმატებით გავლა და რეგიონული სასწავლო პარტნიორის სტატუსის მინიჭება შესაძლებლობას გვაძლევს, საქართველოში დავნერგოთ საერთაშორისო დონის სასწავლო პროგრამები, მათ შორის უსაფრთხოების მართვის სისტემების, სახიფათო ტვირთების გადაზიდვისა და საჰაერო ხომალდების ტექნიკური გაუმართაობების გამომწვევი მიზეზების ანალიზის მიმართულებით. ჩვენი მიზანია, საქართველო საერთაშორისო საავიაციო განათლების მიღების მნიშვნელოვან ცენტრად ვაქციოთ, სამომავლოდ კიდევ უფრო გავაფართოოთ სასწავლო და სპეციალიზებული კურსების რაოდენობა, დავაინტერესოთ დარგის სპეციალისტები, რომ საქართველოში მიიღონ მაღალი დონის განათლება“, - აცხადებს ნიკა თიკანაშვილი.

2027 წლის თებერვლიდან UAG აკადემიაში IATA-ს საერთაშორისო სასწავლო კურსები დაიწყება. პროგრამებში მონაწილეობას შეძლებენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე დაინტერესებული პირები რეგიონის სხვა ქვეყნებიდან.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს აეროპორტების გაერთიანება რეგიონში IATA-ს პირველი სასწავლო პარტნიორი გახდა
  2. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს აეროპორტების გაერთიანება რეგიონში IATA-ს პირველი სასწავლო პარტნიორი ოფიციალურად გახდა
  3. იმედინიუსისამთავრობოლევან მოსეშვილი: IATA-სთან პარტნიორობა საქართველოს ავიაციისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ჟენევაში საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები