გიორგი კაკაურიძე სოფიო ხორგუანს - ჯარიმები მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით 0.6% და თუ ფიქრობთ, რომ 0.6%-ია ის, რითაც ბიუჯეტი ივსება, ასე არ არის - ზოგადად, ჯარიმები უნდა არსებობდეს და თუ ვინმე არღვევს, უნდა ჯარიმდებოდეს!
სოფიო ხორგუანის განცხადებას, რომ ჯარიმები ფისკალურ ინსტრუმენტად იქცა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ ჯარიმები ბიუჯეტის მხოლოდ 0.6%-ია და ის ბიუჯეტის შესავსებად არ გამოიყენება.

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის - იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ბიუჯეტში ჯარიმა-საურავების სახით 186 მილიონ 491 ათასი ლარი შევიდა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (144 000.0 ათასი ლარი) 129.5%-ს შეადგენს.
ხაზინაში მობილიზებულ საჯარიმო თანხებთან დაკავშირებით განმარტება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც მან 2026 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიში და მასთან ერთად, საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი წარადგინა.
საკითხის განხილვისას ოპოზიციონერმა დეპუტატმა სოფიო ხორგუანმა განაცხადა, რომ ჯარიმები ფისკალურ ინსტრუმენტად იქცა.
ხორგუანის პასუხად კაკაურიძემ აღნიშნა, რომ ჯარიმები მთლიანი ბიუჯეტის მხოლოდ 0.6%-ს შეადგენს. მისივე თქმით, ჯარიმებს მხოლოდ საპატრულო პოლიცია არ წერს და აქ თავს კანონით გათვალისწინებული ყველა დაკისრებული ჯარიმა იყოს.
“თუ თქვენ ჯარიმების მთლიან მოცულობას ნახავთ, ეს არის მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით 0.6% და თუ ფიქრობთ, რომ 0.6%-ია ის, რითაც ბიუჯეტი ივსება, ეს ასე ნამდვილად არ არის.
ზოგადად, ჯარიმები უნდა არსებობდეს და თუ ვინმე არღვევს, შესაბამისად უნდა ჯარიმდებოდეს. შეიძლება ვიმსჯელოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თუ ის სამართალდარღვევა და რა მოცულობის უნდა იყოს ჯარიმა თითოეულ სამართალდარღვევაზე. საბოლოო ჯამში, კანონით რა სამართალდარღვევაზეც არის დაწესებული ჯარიმა, თუკი ვინმე არღვევს, ეს ანაზღაურებული, გადახდილი უნდა იყოს. როცა ჯარიმებზე ვსაუბრობთ, ეს მხოლოდ პატრულის მიერ დაწერილი ჯარიმები არ არის. აქ მნიშვნელოვანი წილი სამინისტროების და მუნიციპალიტეტების ნაწილში კონტრაქტორების ჯარიმებს უჭირავს. როცა სხვადასხვა სამუშაოების შეფერხების, არასწორად განხორციელების, არასათანადოდ შესრულების ან ვადის დარღვევის გამო კონტრაქტორების დაჯარიმება ხდება, ეს ბიუჯეტში აისახება“, - განაცხადა კაკაურიძემ კომიტეტის სხდომაზე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…