პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დიდუბეში ცოლ-ქმრის ჩაცხრილვას წინ ქონებრივი დავა უძღოდა – დაკავებულია სავარაუდო მკვლელი

დიდუბეში ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს; პოლიციის ინფორმაციით, დანაშაულს წინ ქონებრივი დავა და ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა უძღოდა.

დიდუბეში ცოლ-ქმრის ჩაცხრილვას წინ ქონებრივი დავა უძღოდა – დაკავებულია სავარაუდო მკვლელი
ნეტგაზეთი

წუხელ დიდუბეში ორი ადამიანის, ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

პოლიციის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 ნოემბერს, თბილისში, ორ პირს – ცოლ-ქმარს, მათივე საცხოვრებელ კორპუსში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

“გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები, კერძოდ, ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს”, – აცხადებენ პოლიციაში.

ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურითბილისში, ცოლ-ქმრის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაულს წინ უძღოდა ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა
  2. იმედინიუსისამთავრობოსამართალდამცველებმა თბილისში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი
  3. TV პირველიოპოზიციურიპენსიონერი ცოლ-ქმარი ქონებრივი დავის გამო ჩაცხრილეს - დაკავებულია ერთი პირი (ახალი დეტალები)
  4. რუსთავი 2სამთავრობოთბილისში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი​
  5. ბათუმელებიოპოზიციურითბილისში ცოლ-ქმარი ჩაცხრილეს – პოლიციამ ბრალდებული დააკავა
  6. POSTVსამთავრობოშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
  7. ალიაოპოზიციური,,დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები“ – შსს ცოლ-ქმრის მკვლელობის დეტალებს ასაჯაროებს
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
მკვლელობა თბილისში - დიდუბეში, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში, 60 წელს გადაცილებული ცოლ-ქმარი მოკლესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები