პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

იდენტიფიცირებულია პირი, ვინც ცოლ-ქმრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს - "პირველებმა" დანაშაულის მოტივის ახალი დეტალები გაარკვია

ტვ პირველიშინაგან საქმეთა სამინისტრო

„ტვ პირველის“ ცნობით, დიდუბეში პენსიონერი ცოლ-ქმრის მკვლელობის ბრალდებით 62 წლის გია ძლიერაშვილი დააკავეს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, დანაშაულის მოტივი იძულებითი აუქციონით შეძენილი ბინის გამო დავა გახდა.

იდენტიფიცირებულია პირი, ვინც ცოლ-ქმრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს - "პირველებმა" დანაშაულის მოტივის ახალი დეტალები გაარკვია
TV პირველი

"პირველებმა" იმ პირის ვინაობა დაადგინა, ვინც პენსიონერი ცოლ-ქმრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს - ის 62 წლის გია ძლიერაშვილია.

მკვლელობა დიდუბეში, ბინის გამო მოხდა - "პირველებმა" დაადგინა, რომ დავის საგანი მოკლულ ცოლ-ქმარასა და ძლიერაშვილს შორის შორის საბურთალოზე მდებარე 227 კვადრატული მეტრი ბინა იყო.

როგორც "ტვ პირველმა" გაარკვია, ქონება მოკლულმა, ნანა ფირანიშვილმა იძულებითი აუქციონის გზით გადაიფორმა, თუმცა სახლიდან ძლიერიშვილების გამოსახლეობას ვერ ახერხებდა. ახლა კი როდესაც დადგა ის მომენტი, რომ ოჯახი ბინიდან უნდა გამოესახლებინათ, ყოფილი მფლობელი ნანა ფირანიშვილს და სოსო სუჯაშვილს კორპუსის სადარბაზოში ჩაუსაფრდა და ორივეს ავტომატური იარაღიდან ესროლა.

"ტვ პირველისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 62 წლის კაცი, რომელიც პოლიციამ ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა დანაშაულის ადგილზე მარტო არ იმყოფებოდა. არსებობს ვერსია, რომ მასთან ერთად დიდუბეში იყო კიდევ ერთი პირი, რომელიც სიტუაციას კორპუსის გარეთ ზვერავდა, ხოლო თავად დაკავებული ლიფტთან იყო შეიარაღებული ჩასაფრებული.

სისხლიანი გარჩევა დიდუბეში გუშინ ღამით მოხდა - ცოლ-ქმარი სროლის შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ. პენსიონერები მცირე ბიზნესით იყვნენ დაკავებულები, ისინი ავეჯის სახლ "საბაში" ვაჭრობდნენ. სწორედ "საბადან" სახლში ბრუნდებოდნენ, როცა სადარბაოს ლიფტთან მათ შეაიარაღებული პირი დახვდათ.

ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე შსს-მ 62 წლის კაცი დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
დიდუბეში წყვილის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს - „წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული...წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები