მკვლელობა თბილისში - დიდუბეში, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში, 60 წელს გადაცილებული ცოლ-ქმარი მოკლეს
თბილისში, დიდუბეში მდებარე ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში, 60 წელს გადაცილებული ცოლ-ქმარი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

მკვლელობა თბილისში. არსებული ინფორმაციით, დიდუბეში, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში, 60 წელს გადაცილებული ცოლ-ქმარი მოკლეს. ორივე მათგანს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები გვიან ღამემდე მუშაობდნენ. მომხდარის დეტალები და მკვლელობის შესაძლო მოტივი ამ დროისთვის უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო, რომელიც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…