ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ოზურგეთი-ნატანები-ურეკის გზაზე მდინარე მერიაზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია სრულდება

ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ოზურგეთი-ნატანები-ურეკის საავტომობილო გზაზე მდინარე მერიაზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. პროექტი, რომლის ფარგლებშიც დაზიანებული ნაგებობა განახლდა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,1 მილიონი ლარით დაფინანსდა.

ოზურგეთი-ნატანები-ურეკის გზაზე მდინარე მერიაზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია სრულდება
ოზურგეთი-ნატანები-ურეკის გზაზე მდინარე მერიაზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია სრულდებაიმედინიუსი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-ნატანები-ურეკის საავტომობილო გზის მე-9 კმ-ზე, მდინარე მერიაზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. არსებული ხიდის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელი იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა. ხიდი ერთმაელიანია და მისი მთლიანი სიგრძე 23,10 მ-ს შეადგენს.

პროექტის შესაბამისად, მდინარე მერიაზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე რეაბილიტაციის ფარგლებში ტექნიკური პარამეტრები გაუმჯობესდა. განახლებულ ხიდზე გაიზრდება დატვირთვის დონე და მალის ნაშენის სიგრძე, რაც წყლის ნაკადის შეუფერხებლად გატარებას უზრუნველყოფს, ხოლო ბურჯები და სარეგულაციო კედლები მოეწყო ხიმინჯოვან ფუძეზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1,1 მლნ. ლარს შეადგენს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რევაზ სოხაძე: თბილისის შემოვლითი გზა მნიშვნელოვნად განტვირთავს დედაქალაქს და გააძლიერებს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები