პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საყოველთაო გაფიცვის ფონზე მომხდარი ინციდენტების გამო, ბარსელონაში პოლიციამ 50 ადამიანი დააკავა

ესპანეთში საყოველთაო გაფიცვის არეულობაში გადაზრდის შემდეგ ბარსელონაში პოლიციამ 50 ადამიანი დააკავა, რის შესახებაც ქალაქის მერმა ჟაუმე კულბონიმ განაცხადა.

საყოველთაო გაფიცვის ფონზე მომხდარი ინციდენტების გამო, ბარსელონაში პოლიციამ 50 ადამიანი დააკავა
რუსთავი 2

ესპანეთში, საყოველთაო გაფიცვა არეულობაში გადაიზარდა. ბარსელონაში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით კატალონიის პოლიციამ 50 ადამიანი დააკავა - ამის შესახებ ქალაქის მერმა, ჟაუმე კულბონიმ განაცხადა.

მისი თქმით, ბარსელონას მერია სასამართლო პროცესებში ჩაერთვება, რომლებიც ქალაქისთვის მიყენებულ ზიანს უკავშირდება.

მედიის ინფორმაციით, საყოველთაო გაფიცვის მხარდამჭერი დემონსტრაციის დასრულების შემდეგ, ადამიანთა გარკვეულმა ჯგუფმა მაღაზიების ვიტრინები ჩაამსხვრია, სავაჭრო ობიექტები გაძარცვა და პასეო დე გრასიას ქუჩაზე მდებარე რამდენიმე ობიექტს ცეცხლი წაუკიდა.

ცნობისთვის, ესპანეთში ბოლო 14 წლის განმავლობაში პირველად საყოველთაო გაფიცვა ჩატარდა. პროტესტის მთავარი მიზეზი ქვეყანაში საცხოვრებლების გაძვირება და კრიზისია - ეს ყველაფერი კი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე სამი კვირით ადრე ხდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიესპანეთში გამართულ საყოველთაო გაფიცვას ათასობით ადამიანი შეუერთდა - ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა
  2. რუსთავი 2სამთავრობოესპანეთში საყოველთაო გაფიცვა არეულობაში გადაიზარდა - პროფკავშირების ცნობით, საყოველთაო გაფიცვაში ოთხი მილიონი მუშა მონაწილეობდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ესპანეთში, ბოლო 14 წლის განმავლობაში პირველად, საყოველთაო გაფიცვა ეწყობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები