პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ესპანეთის პრემიერი: ესპანეთი ესპანეთიდან იმართება და არა ვაშინგტონიდან, მოსკოვიდან, ბუენოს-აირესიდან ან თელ-ავივიდან - ეს სუვერენული ქვეყანაა და ასეთად დარჩება 29 ნოემბრის შემდეგაც

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ამომრჩევლებს მობილიზაციისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ქვეყანა ესპანეთიდან იმართება და არა ვაშინგტონიდან, მოსკოვიდან ან სხვა ცენტრებიდან.

ესპანეთის პრემიერი: ესპანეთი ესპანეთიდან იმართება და არა ვაშინგტონიდან, მოსკოვიდან, ბუენოს-აირესიდან ან თელ-ავივიდან - ეს სუვერენული ქვეყანაა და ასეთად დარჩება 29 ნოემბრის შემდეგაც
იმედინიუსი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ამომრჩევლებს „ისტორიული მობილიზაციისკენ“ მოუწოდა. სოციალისტების ლიდერმა საარჩევნო კამპანია სევილიაში გამართული მიტინგით გახსნა.

სანჩესის თქმით, ესპანეთის მომავალი მხოლოდ ქვეყნის შიგნით წყდება და ის არ დაუშვებს, რომ სახელმწიფო უცხოური ძალების გავლენის ქვეშ მოექცეს.

„ესპანეთი იმართება ესპანეთიდან და არა ვაშინგტონიდან, არც მოსკოვიდან, არც ბუენოს-აირესიდან და არც თელ-ავივიდან, არამედ ესპანეთიდან. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენი ქვეყანა რომელიმე ულტრამემარჯვენე ინტერნაციონალის უკანა ეზოდ იქცეს. ეს სუვერენული ქვეყანაა და ასეთად დარჩება 29 ნოემბრის შემდეგაც“, - განაცხადა პრემიერმა.

მან აღნიშნა, რომ ულტრამემარჯვენე ძალებს ეშინიათ 29 ნოემბრის არჩევნების, რადგან იციან, რომ ბრაზილიისა და აშშ-ის მსგავსად, ესპანეთშიც უმრავლესობა პროგრესს უჭერს მხარს.

„ეს არის შიში, რომელიც მათ აქვთ 29 ნოემბრის არჩევნების მიმართ, რადგან იციან, რომ ბრაზილიისა და შეერთებული შტატების მსგავსად, ესპანეთში ჩვენ უფრო მრავალნი ვართ - ძალიან ბევრნი ვართ ისინი, ვისაც წინსვლის კიდევ 4 წელი გვსურს და არა რეგრესი, რასაც ისინი გვთავაზობენ“, - დასძინა სანჩესმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ესპანეთში, ბოლო 14 წლის განმავლობაში პირველად, საყოველთაო გაფიცვა ეწყობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები