პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ესპანეთში გამართულ საყოველთაო გაფიცვას ათასობით ადამიანი შეუერთდა - ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ესპანეთში პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ საყოველთაო გაფიცვას ათიათასობით ადამიანი შეუერთდა, ბარსელონაში კი დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. შსს-ს ცნობით, დაკავებულია ათობით პირი.

ესპანეთში გამართულ საყოველთაო გაფიცვას ათასობით ადამიანი შეუერთდა - ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა
ინტერპრესნიუსი

ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში, საყოველთაო გაფიცვის დროს გამართული დემონსტრაციებისას, რომელშიც ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ნიღბიანი მამაკაცების ჯგუფებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.

BBC-ის ინფორმაციით, დედაქალაქ მადრიდში დემონსტრაციას დაახლოებით 120 000 ადამიანი შეუერთდა, ბარსელონაში კი - 50 000-ზე მეტი. კადრებში ჩანს, როგორ უკიდებენ ცეცხლს ნაგვის ურნებს ნიღბიანი პირები და ამსხვრევენ მაღაზიების ვიტრინებს, პოლიცია კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს იყენებს.

ოთხშაბათს საღამოს ბარსელონას ცენტრში პოლიციის დიდი ძალები იყო მობილიზებული; სამართალდამცველებს ჩაფხუტები ეხურათ და სპეციალური ფარებით იყვნენ აღჭურვილები.

აქციის ზოგიერთმა მონაწილემ ქუჩებში ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ადამიანთა ჯგუფმა პოლიციის მიმართულებით პიროტექნიკა გაუშვა, ასევე გაძარცვეს მაღაზიები, მათ შორის, Lego-ს მაღაზია. გარდა ამისა, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მომიტინგეები Apple Store-ში შეღწევას ცდილობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სხვადასხვა ინციდენტის გამო ათობით ადამიანი დააკავეს.

შეგახსენებთ, ესპანეთში პროფკავშირებმა, საცხოვრებელ პირობებთან და ცხოვრების გაზრდილ ხარჯებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, საყოველთაო გაფიცვა დააორგანიზეს. ქვეყნის მასშტაბით სერიოზული შეფერხებები შეიქმნა ტრანსპორტისა და სხვა საჯარო სერვისების მუშაობაში.

29 ნოემბერს ესპანეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოესპანეთში საყოველთაო გაფიცვა არეულობაში გადაიზარდა - პროფკავშირების ცნობით, საყოველთაო გაფიცვაში ოთხი მილიონი მუშა მონაწილეობდა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ესპანეთში არჩევნების წინ საყოველთაო გაფიცვა იმართება საცხოვრებლის პრობლემაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები