შსს-მ თბილისში, კორპუსში, ლიფტთან ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო
შსს-მ თბილისში, მარცხენა სანაპიროს მიმდებარედ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტთან ცოლ-ქმრის ჩაცხრილვის საქმეზე გამოძიება ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო ბრუნვის მუხლებით დაიწყო.

თბილისში, მარცხენა სანაპიროს მიმდებარედ მომხდარ მკვლელობაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
კერძოდ, გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, გერმანულ ჰოსპიტალის მიმდებარედ, საცხოვრებელ კორპუსში ცოლ-ქმარი მაშინ ჩაცხრილეს, როდესაც ისინი ლიფტს ელოდებოდნენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…