პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დიდუბეში წყვილის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს - „წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

დიდუბეში ხანშიშესული ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს; შსს-ს ცნობით, თავდასხმას წინ უძღოდა ქონებრივი დავა და დაკავებულის მხრიდან ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა.

დიდუბეში წყვილის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს - „წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული...
რადიო თავისუფლება

მკვლელობა წუხელ, 11 ნოემბერს, მარცხენა სანაპიროს მიმდებარედ, გერმანული ჰოსპიტალის სიახლოვეს, კორპუსში მოხდა.

წყვილს თავისივე საცხოვრებელ კორპუსში, ლიფთან დაესხნენ თავს.

ვინ არიან მოკლულები

მოკლულები არიან 72 წლის სოსო სუჯაშვილი და მისი მეუღლე, ნანა ფირანიშვილი.

გამოცემა „პრაიმტაიმის“ ცნობით, წარმოშობით ყაზბეგელი წყვილი თბილისში ცხოვრობდა და „მცირე ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა“.

სოციალურ ქსელებში მათ ოჯახის წევრებს უსამძიმრებენ.

ბრალდებული დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეორე დილას განაცხადა, რომ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

გაავრცელეს მისთვის ხელბორკილების დადების კადრებიც. ვინაობა ჯერ უცნობია. ის თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი.

შსს-ს გამოძიებით, დაკავებულმა პირმა 11 ნოემბერს, ხანშიშესულ ცოლ-ქმარს მათივე საცხოვრებელ კორპუსში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და დახოცა, შემდეგ კი მიიმალა.

„წინ უძღოდა დავა“

„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები, კერძოდ, ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა“, - აცხადებს შსს-ს.

ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

გამოძიება ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
შსს - დაკავებულია პირი, რომელმაც 2024 წელს, წიწამურში, გზასთან ხელყუმბარა დაამონტაჟა, სადაც ორი მოქალაქე განზრახ შეცდომაში შეყვანის გზით მიიყვანა - აფეთქების შედეგად ერთ-ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები