აღსრულების ეროვნული ბიურო თბილისში მოკლული ცოლ-ქმრის საქმეზე: ოთხი წლის განმავლობაში აღსრულების ეროვნული ბიურო მედიაციას უწევდა მხარეებს, რათა შემდგარიყო მათ შორის მორიგება - 12 ნოემბერს დაგეგმილი იყო იძულებითი აღსრულების პროცესის ეტაპი, რათა მომხდარიყო უძრავის ქონების გათავისუფლება კანონიერი მესაკუთრის სასარგებლოდ
თბილისში ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე აღსრულების ეროვნული ბიურო აცხადებს, რომ ოთხი წლის განმავლობაში მედიაციის შემდეგ შეთანხმება ვერ შედგა და 12 ნოემბერს ქონების იძულებითი გათავისუფლება იგეგმებოდა.

12 ნოემბერს დაგეგმილი იყო იძულებითი აღსრულების პროცესის ეტაპი რათა მომხდარიყო უძრავის ქონების გათავისუფლება კანონიერი მესაკუთრის სასარგებლოდ, - განუცხადეს „იმედინიუსს“ აღსრულების ეროვნულ ბიუროში თბილისში გუშინ მოკლული ორი პირის - ცოლ-ქმრის საქმესთან დაკავშირებით.
„ოთხი წლის განმავლობაში აღსრულების ეროვნული ბიურო მედიაციას უწევდა მხარეებს, რათა შემდგარიყო მათ შორის მორიგება. მოლაპარაკებების გზით გამოსახლების პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. მხარეებთან ბოლო შეხვედრა, გუშინ, 11 ნოემბერს გაიმართა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა, ამიტომ 12 ნოემბერს დაგეგმილი იყო იძულებითი აღსრულების პროცესის ეტაპი რათა მომხდარიყო უძრავის ქონების გათავისუფლება კანონიერი მესაკუთრის სასარგებლოდ", - განაცხადეს აღსრულების ეროვნულ ბიუროში.
როგორც ცნობილია, სამართალდამცველებმა დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 ნოემბერს, თბილისში, ორ პირს - ცოლ-ქმარს, მათივე საცხოვრებელ კორპუსში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები, კერძოდ, ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიააღსრულების ეროვნული ბიურო ცოლ-ქმრის მკვლელობაზე: ოთხი წლის განმავლობაში ბიურო მედიაციას უწევდა მხარეებს, რათა შემდგარიყო მათ შორის მორიგება
აღსრულების ბიურო ცოლ-ქმრის მკვლელობაზე - ოთხი წელი მედიაციას ვუწევდით მხარეებს, რათა მათ შორის მორიგება შემდგარიყო, ბოლო შეხვედრა გუშინ გაიმართა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა, ამიტომ 12 ნოემბერს დაგეგმილი იყო იძულებითი აღსრულება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…