პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გარდაიცვალა რუსეთის ელჩი აშშ-ში ალექსანდრ დარჩიევი

აშშ-ში რუსეთის ელჩი ალექსანდრ დარჩიევი 11 ნოემბერს მოსკოვში ქრონიკული დაავადებით გარდაიცვალა, იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

გარდაიცვალა რუსეთის ელჩი აშშ-ში ალექსანდრ დარჩიევი
რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, „გამოჩენილი დიპლომატი“ და „უმაღლესი პროფესიონალი“ ალექსანდრ დარჩიევი „მოულოდნელად გარდაიცვალა“ 11 ნოემბერს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ 11 ნოემბერს ღამით ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ ალექსანდრ დარჩიევი მოსკოვში გარდაიცვალა „ქრონიკული დაავადებით“.

ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის ინფორმირებული წყაროს ცნობით, ალექსანდრ დარჩიევი ვაშინგტონიდან მოსკოვში დაბრუნდა ხანგრძლივი დაავადების მკურნალობის მიზნით.

დარჩიევი ბოლოს საჯაროდ გამოჩნდა 2026 წლის 23 სექტემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს შეხვედრაზე, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში გაიმართა.

ალექსანდრ დარჩიევი აშშ-ში რუსეთის ელჩი იყო 2025 წლის მარტიდან. ელჩად დანიშვნამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელობდა ჩრდილოეთ ამერიკის დეპარტამენტს.

ამ დეპარტამენტის დირექტორის სტატუსით დარჩიევი რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა შეერთებულ შტატებთან სტამბოლში 2025 წლის თებერვალში გამართულ მოლაპარაკებაზე, რომელიც ეხებოდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ქვეყნებს შორის შეწყვეტილი ურთიერთობების აღდგენას და საელჩოების მუშაობის განახლებას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოაშშ-ში რუსეთის ელჩი ალექსანდრე დარჩიევი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
აშშ-ში რუსეთის ელჩი ალექსანდრე დარჩიევი 67 წლის ასაკში გარდაიცვალაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები