უკრაინამ დაადასტურა ორ კვირაში რუსეთის ათამდე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე შეტევა
უკრაინის გენშტაბის ცნობით, ორ კვირაში დარტყმები განხორციელდა რუსეთის ათამდე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, მათ შორის უმსხვილეს ხუთეულზე. კიევის განცხადებით, თავდაცვის ძალები თავდასხმებს გააგრძელებენ, მოსკოვი კი იერიშებს „ტერორისტულს“ უწოდებს.

უკრაინის გენშტაბის თანახმად, 30 ოქტომბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით შეტევა მიიტანეს რუსეთის ყველაზე მძლავრი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ხუთეულში მყოფ:
ომსკის, კირიშის, რიაზანის, ნიჟნი-ნოვგოროდის და იაროსლავლის ქარხნებზე.
შედარებით მცირე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე ნოვოკუიბიშევსკსა და სარატოვში.
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, ქვეყნის თავდაცვის ძალები გაეროს წესდების 51-ე მუხლით გარანტირებული თავდაცვის უფლების რეალიზებით, მომავალშიც გააგრძელებენ სისტემური ზომების მიღებას, რათა რუსეთს აიძულონ უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის შეწყვეტა.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა 2026 წელს უფრო ინტენსიური გახადეს შეტევები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ტერმინალებსა და ტრანსპორტირების მარშრუტებზე, რამაც პრობლემები შეუქმნა ექსპორტს და საწვავის დეფიციტი შექმნა თავად რუსეთში.
მოსკოვი ამ შეტევებს „ტერორისტულს” უწოდებს.
უკრაინა აცხადებს, რომ ეს ობიექტები ჩართული არიან რუსეთის არმიის მომარაგებაში, მსგავს ობიექტებზე დარტყმა არის გაეროს წესდებით გარანტირებული თავდაცვის უფლების რეალიზაცია და მიმართულია რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირებისკენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…