აშშ-ში რუსეთის ელჩი ალექსანდრე დარჩიევი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა
აშშ-ში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე დარჩიევი 67 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა, რის შესახებაც ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეერთებულ შტატებში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ალექსანდრე დარჩიევი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა და კოლექტივი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 11 ნოემბერს, მოულოდნელად გარდაიცვალა რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შეერთებულ შტატებში ალექსანდრე დარჩიევი“, - ნათქვამია უწყების ოფიციალურ განცხადებაში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…