პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

როცა კონკრეტული პარტიების დანაშაულებრივი ქმედებების მხილება ხდება, ეს მათში იწვევს აგრესიას, საკონსტიტუციო სასამართლოს შეურაცხყოფას აყენებენ და ამით ცდილობენ, როგორმე ფონს გავიდნენ - არჩილ გორდულაძე

ქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტი

არჩილ გორდულაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების მხილება მათში აგრესიას და საკონსტიტუციო სასამართლოს შეურაცხყოფას იწვევს, რითაც ისინი ფონს გასვლას ცდილობენ. საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვაზე „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა გრძელდება.

როცა კონკრეტული პარტიების დანაშაულებრივი ქმედებების მხილება ხდება, ეს მათში იწვევს აგრესიას, საკონსტიტუციო სასამართლოს შეურაცხყოფას აყენებენ და ამით ცდილობენ, როგორმე ფონს გავიდნენ - არჩილ გორდულაძე
რუსთავი 2

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე "ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა გრძელდება. საქმის არსებითი განხილვის მე-11 სხდომა რამდენიმე საათში უნდა დაიწყოს. სხდომა ამჯერადაც კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაივლის.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, როდესაც კონკრეტული პარტიების დანაშაულებრივი ქმედებების მხილება ხდება, ეს მათში იწვევს აგრესიას, საკონსტიტუციო სასამართლოს შეურაცხყოფას აყენებენ და ამით ცდილობენ, როგორმე ფონს გავიდნენ.

"არაერთი კითხვა, არაერთი დაზუსტება იყო კონკრეტულ საკითხებთან, მათ შორის, დოქტრინულ საკითხებთან დაკავშირებით, რა პრინციპები უნდა იყოს გამოყენებული არაკონსტიტუციური პარტიების საქმიანობის შეფასებასთან დაკავშირებით და ჩვენი მხრიდან თითოეულ კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა. როდესაც კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებების, კონკრეტული პარტიების დანაშაულებრივი ქმედებების მხილება ხდება, ეს ყველაფერი მათში იწვევს ხოლმე აგრესიას, შეურაცხყოფის მიყენების მცდელობები არის, უპატივცემულობის გამოხატვას საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ და ამით ცდილობენ, რომ ისინი როგორმე გავიდნენ ფონს", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

შეგახსენებთ, მმართველი გუნდი ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს და ამის მიზეზად კონკრეტული პარტიების მიერ კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობებს, რევოლუციური სცენარების ორგანიზებასა და სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს ასახელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ნეიტრალური 2
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიარჩილ გორდულაძე - როდესაც კონკრეტული პარტიების დანაშაულებრივ ქმედებების მხილება ხდება, ეს მათში იწვევს აგრესიას - საზოგადოებას გაუმყარდებოდა მოლოდინი, რომ ერთადერთი და უალტერნატივო დასასრული ჩვენი სარჩელის დაკმაყოფილებაა
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიარჩილ გორდულაძე - როდესაც კონკრეტული პარტიების დანაშაულებრივი ქმედებების მხილება ხდება, ეს მათში იწვევს აგრესიას - საზოგადოებას გაუმყარდებოდა მოლოდინი, რომ ერთადერთი და უალტერნატივო დასასრული ჩვენი სარჩელის დაკმაყოფილებაა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე საკონტიტუციო სარჩელზე: არ გვაქვს უფლება 2004-2012 წლები დავივიწყოთ. ამ ადამიანებისთვის კონსტიტუცია, ქვეყნის სუვერენიტეტი, სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატიის პრინციპები, უბრალოდ არ არსებობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები