პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,, ის უმძიმესი 90-იანები, რომლის ტრავმები ჯერაც არ გვაქვს მოშუშებული, დაბრუნდა” – გოგა ჩანადირი

ფოტოგრაფ გოგა ჩანადირის განცხადებით, ქვეყანაში მძიმე 90-იანები დაბრუნდა, რადგან მთელი ძალოვნური სისტემა, სასამართლოს ჩათვლით, პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზეა გადაწყობილი და კრიმინალთან ბრძოლა შედეგიანი აღარ არის.

,, ის უმძიმესი 90-იანები, რომლის ტრავმები ჯერაც არ გვაქვს მოშუშებული, დაბრუნდა” – გოგა ჩანადირი
ალია

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი:

,,გახშირებული მკვლელობები და თანაც, პირდაპირ ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღით, ნარკოტიკების გაადვილებული გაყიდვა და მოხმარება, შერჩეული სამართალი, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე ფიზიკური და მორალური ძალადობა და დაუსჯელობა, ერთმანეთის ვერაუტანლობა, წახალისებული კრიმინალური აზროვნება და კრიმინალური ავტორიტეტების სახელით საქმეების გარჩევა, მოზარდების ძალადობისკენ მიდრეკილება სკოლებში და კიდევ უამრავი შავბნელი საქმე სახეზეა.

ის უმძიმესი 90-იანები, რომლის ტრავმები ჯერაც არ გვაქვს მოშუშებული, დაბრუნდა.

დაბრუნდა იმიტომ, რომ სამართალი არ სამართალობს, მთელი ძალოვნური სისტემა სასამართლოს ჩათვლით გადაწყობილია პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე, რის გამოც კრიმინალთან ბრძოლა შედეგიანი არ არის.

ამიტომაც კლავენ დღეს ლიფტან ცოლ-ქმარს, ამიტომაც კლავენ სადღეგრძელოს გამო 16 წლის ბიჭს, ამიტომაც ძალადობენ მოზარდები დაჯგუფებების სახელით სკოლებსა და მის მიღმა.

ძალიან სახიფათო გარემოა შექმნილი ქვეყანაში.“

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
,,მშობლებს კვლავ ეშინიათ შვილების გარეთ გაშვება. ისევ გაჩნდა იარაღი და უამრავი ნარკოტიკი” – სააკაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები