ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

,,მშობლებს კვლავ ეშინიათ შვილების გარეთ გაშვება. ისევ გაჩნდა იარაღი და უამრავი ნარკოტიკი” – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს, სადაც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტთან სტუდენტის დაჭრის ფაქტს ეხმაურება და ქვეყანაში კრიმინალის მატებაზე, იარაღსა და ნარკოტიკებზე საუბრობს.

,,მშობლებს კვლავ ეშინიათ შვილების გარეთ გაშვება. ისევ გაჩნდა იარაღი და უამრავი ნარკოტიკი” – სააკაშვილი
,,მშობლებს კვლავ ეშინიათ შვილების გარეთ გაშვება. ისევ გაჩნდა იარაღი და უამრავი ნარკოტიკი” – სააკაშვილიალია

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:

,,გუშინ ვისაუბრე ზუსტად 90-იანი წლების კრიმინალზე, რომელიც შეუმდგარმა ჭორვილელმა დიქტატურაში დააბრუნა ქვეყანაში. 90-იანებში უნივერსიტეტებთან შავები და კრიმინალები “უსატკავებდნენ “ ხოლმე სტუდენტებს და იყო დაჭრები და მკვლელობები.

გუშინ 2026 წელს 28 სექტემბერს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტთან, ასე მოვიდა სამი კრიმინალი “აბეჟნიკი” შარი მოსდო პირველივე შემხვედრ სტუდენტს და დაჭრა, ის ისევე როგორც 90-იანებში.

მშობლებს კვლავ ეშინიათ შვილების გარეთ გაშვება. ისევ გაჩნდა იარაღი და უამრავი ნარკოტიკი. მე ვაფრთხილებდი მაშინდელ საზოგადოებას 2012-ში, წარსულში დაბრუნების საფრთხეზე, მაგრამ ჩვენმა ახალგაზრდობამ რა დააშავა…

სასწრაფოდ მოსაშორებელია ესენი, თორემ მომავლის გარეშე დავრჩებით.“

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.