ირაკლი კობახიძე – წინა ხელისუფლებას ყველაფერზე მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული, ადამიანების წამებაზე, როგორც ციხეებში, ისე მათ გარეთ, არჩევნების გაყალბებაზე და სხვა მსგავს ქმედებებზე, სწორედ ეს იყო ავტორიტარული მმართველობა
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, 2012 წლამდე არსებულ წინა ხელისუფლებას წამებაზე, ბიზნესის რეკეტსა და არჩევნების გაყალბებაზე მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული, რაც ავტორიტარული მმართველობა იყო.

წინა ხელისუფლებას ყველაფერზე მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული, ადამიანების წამებაზე, როგორც ციხეებში, ისე მათ გარეთ, არჩევნების გაყალბებაზე და სხვა მსგავს ქმედებებზე, სწორედ ეს იყო ავტორიტარული მმართველობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომლის მთავარი თემაა საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი შედეგი და მიღწევა კი დემოკრატიის განვითარებაა.
„ციხეებში ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, ქვეყანაში განვითარებული უმძიმესი მოვლენები, 2008 წელს მათ მიერ დაწყებული ომი და მრავალი სხვა მძიმე ქმედება – ეს ყველაფერი წინა ხელისუფლების მმართველობას უკავშირდება. მიუხედავად ამისა, წინა ხელისუფლებას ყველაფერზე მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული, ადამიანების წამებაზე, როგორც ციხეებში, ისე მათ გარეთ, არჩევნების გაყალბებაზე და სხვა მსგავს ქმედებებზე. სწორედ ეს იყო ავტორიტარული მმართველობა, რომელიც საქართველოში 2012 წლამდე არსებობდა. ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი შედეგი და მიღწევა კი სწორედ დემოკრატიის განვითარებაა“, – განაცხადა პრემიერმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…