ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ირაკლი კობახიძე – მოქმედებდა რეჟიმი, რომელსაც მიაჩნდა, რომ დამნაშავე და არადამნაშავე, ყველა იყო ყველაფრის ღირსი, ჩვენთვის ყველა ადამიანს აქვს ერთნაირად ღირსება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2012 წლის შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის არც ერთი დადასტურებული ფაქტი არ არსებობს. მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს არსებობდა რეჟიმი, რომელიც დამნაშავეებსა და არადამნაშავეებს ყველაფრის ღირსად მიიჩნევდა, ხოლო ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში ყველა ადამიანის ღირსება თანაბრად დაცულია.

ირაკლი კობახიძე – მოქმედებდა რეჟიმი, რომელსაც მიაჩნდა, რომ დამნაშავე და არადამნაშავე, ყველა იყო ყველაფრის ღირსი, ჩვენთვის ყველა ადამიანს აქვს ერთნაირად ღირსება
ირაკლი კობახიძე – მოქმედებდა რეჟიმი, რომელსაც მიაჩნდა, რომ დამნაშავე და არადამნაშავე, ყველა იყო ყველაფრის ღირსი, ჩვენთვის ყველა ადამიანს აქვს ერთნაირად ღირსებაპირველი არხი

2012 წლის შემდეგ, არ არსებობს ადამიანის წამების ან არაადამიანური მოპყრობის არც ერთი დადასტურებული ფაქტი, როცა მანამდე არსებობდა ასობით და ათასობით ფაქტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ადამიანი პატიმარია, მსჯავრდებულია, პროფესორია, თუ ნებისმიერი სხვა პროფესიის, ან საქმიანობის მიმდევარი, ყველას აქვს ერთნაირად ღირსება.

„რაც შეეხება ციხეებში არსებულ მდგომარეობას, კონკრეტული შემთხვევებიც იყო ჩამოთვლილი და როდესაც განცხადებები კეთდება კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებით, უნდა არსებობდეს მტკიცებულება. როცა ვსაუბრობდი მე 2012 წლამდე რა ხდებოდა, იქ იყო უმარავი მტკიცებულება კონკრეტულ დანაშაულებთან დაკავშირებით, რასაც ჩადიოდნენ ციხეებში და ციხეებს გარეთ რეჟიმის წარმომადგენლები. როცა საუბრობთ კონკრეტულ შემთხვევებზე მტკიცებულებაც უნდა გქონდეთ რომ იქ ნამდვილად იყო ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მიერ დანაშაული ჩადენილი. თქვენ ამის მტკიცებულება არა მგონია, რომ გქონდეთ, რადგან ასეთი მტკიცებულება არ არსებობს.

ადამიანი ეძებს სამართალს, რადგან შეიძლება, ეჭვი ჰქონდეს რაიმესთან დაკავშირებით, მაგრამ არავის არ აქვს მტკიცებულება, რომ აქ კონკრეტული დანაშაულები იქნა ჩადენილი. მერწმუნეთ, დანაშაული რომ ყოფილიყო ჩადენილი და ამის მტკიცებულება რომ გვქონოდა, შესაბამისი პირები თუ პირი აუცილებლად დაისჯებოდა.

2012 წლამდე ციხეებში არსებულ მდგომარეობასა და დანაშაულებზე მქონდა საუბარი. 2012 წლის შემდეგ, არ არსებობს ადამიანის წამების ან არაადამიანური მოპყრობის არც ერთი დადასტურებული ფაქტი, როცა მანამდე არსებობდა ასობით და ათასობით ფაქტი. ფაქტი, მტკიცებულებით გამყარებული, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულების დონეზე.

თუ ხელისუფლების დამოკიდებულებაზეა საუბარი, სწორედ ეს არის ჩვენი ხელწერა, მაშინ მოქმედებდა რეჟიმი, რომელსაც მიაჩნდა, რომ დამნაშავე და არადამნაშავე, ყველა იყო ყველაფრის ღირსი. ასეთი სტანდარტი არსებობდა. ჩვენი სტანდარტი, რატომ არ არის დადგენილი არც ერთი ფაქტი წამების თუ არაადამიანური მოპყრობის ციხეებში, ჩვენთვის ადამიანი, პატიმარია, მსჯავრდებულია თუ პროფესორია, თუ ნებისმიერი სხვა პროფესიის, თუ საქმიანობის მიმდევარი, ყველა ერთია. ყველას აქვს ერთნაირად ღირსება. ეს არის პრინციპული განსხვავება ჩვენს ხელისუფლებასა და იმდროინდელ რეჟიმს შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რაც შეეხება ციხეებში არსებულ მდგომარეობას, კონკრეტული შემთხვევებიც იყო ჩამოთვლილი და როდესაც განცხადებები კეთდება კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებით, უნდა არსებობდეს მტკიცებულება. როცა ვსაუბრობდი მე 2012 წლამდე რა ხდებოდა, იქ იყო უმარავი მტკიცებულება კონკრეტულ დანაშაულებთან დაკავშირებით, რასაც ჩადიოდნენ ციხეებში და ციხეებს გარეთ რეჟიმის წარმომადგენლები. როცა საუბრობთ კონკრეტულ შემთხვევებზე მტკიცებულებაც უნდა გქონდეთ რომ იქ ნამდვილად იყო ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მიერ დანაშაული ჩადენილი. თქვენ ამის მტკიცებულება არა მგონია, რომ გქონდეთ, რადგან ასეთი მტკიცებულება არ არსებობს. ადამიანი ეძებს სამართალს, რადგან შეიძლება, ეჭვი ჰქონდეს რაიმესთან დაკავშირებით, მაგრამ არავის არ აქვს მტკიცებულება, რომ აქ კონკრეტული დანაშაულები იქნა ჩადენილი. მერწმუნეთ, დანაშაული რომ ყოფილიყო ჩადენილი და ამის მტკიცებულება რომ გვქონოდა, შესაბამისი პირები თუ პირი აუცილებლად დაისჯებოდა. 2012 წლამდე ციხეებში არსებულ მდგომარეობასა და დანაშაულებზე მქონდა საუბარი. 2012 წლის შემდეგ, არ არსებობს ადამიანის წამების ან არაადამიანური მოპყრობის არც ერთი დადასტურებული ფაქტი, როცა მანამდე არსებობდა ასობით და ათასობით ფაქტი. ფაქტი, მტკიცებულებით გამყარებული, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულების დონეზე. თუ ხელისუფლების დამოკიდებულებაზეა საუბარი, სწორედ ეს არის ჩვენი ხელწერა, მაშინ მოქმედებდა რეჟიმი, რომელსაც მიაჩნდა, რომ დამნაშავე და არადამნაშავე, ყველა იყო ყველაფრის ღირსი. ასეთი სტანდარტი არსებობდა. ჩვენი სტანდარტი, რატომ არ არის დადგენილი არც ერთი ფაქტი წამების თუ არაადამიანური მოპყრობის ციხეებში, ჩვენთვის ადამიანი, პატიმარია, მსჯავრდებულია თუ პროფესორია, თუ ნებისმიერი სხვა პროფესიის, თუ საქმიანობის მიმდევარი, ყველა ერთია. ყველას აქვს ერთნაირად ღირსება. ეს არის პრინციპული განსხვავება ჩვენს ხელისუფლებასა და იმდროინდელ რეჟიმს შორის“
ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.