პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკოლოზ სამხარაძე – ჩინეთში შეხვედრებზე განვიხილეთ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების გაღრმავება, ვაჭრობის, დაკავშირებადობის განვითარება, გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ჩინეთში ვიზიტისას ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის, დაკავშირებადობის, ტურიზმისა და გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობა განიხილეს.

ნიკოლოზ სამხარაძე – ჩინეთში შეხვედრებზე განვიხილეთ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების გაღრმავება, ვაჭრობის, დაკავშირებადობის განვითარება, გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობა
პირველი არხი

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის მიერ გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც სამხარაძე აღნიშნავს, მაღალი დონის შეხვედრებზე საქართველო-ჩინეთს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„მოხარული ვარ, რომ ვხელმძღვანელობ საქართველოს დელეგაციას ჩინეთში, რათა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები შევისწავლოთ. ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ეროვნულ კონგრესთან, ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა და ახალგაზრდობის ფედერაციასთან გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე განვიხილეთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავება, ვაჭრობის, დაკავშირებადობისა და ტურიზმის განვითარება, ასევე, განათლების სფეროში და ახალგაზრდების გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობა“, – წერს ნიკოლოზ სამხარაძე.

Pleased to lead 🇬🇪delegation to🇨🇳 to explore new avenues for cooperation under the comprehensive strategic partnership. High-level meetings at NPC,CPC&Youth Federation focused on deepening 🇬🇪🇨🇳 relations, enhancing trade, connectivity&tourism+promoting education&youth exchange. https://t.co/sehnETaWMZ

— Nikoloz Samkharadze (@Samkharadze79) November 11, 2026

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობო"საქართველოს დელეგაციას ჩინეთში ვხელმძღვანელობ, რათა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები შევისწავლოთ" - ნიკოლოზ სამხარაძე
  2. იმედინიუსისამთავრობონიკოლოზ სამხარაძე: მოხარული ვარ, რომ ვხელმძღვანელობ საქართველოს დელეგაციას ჩინეთში, რათა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის ახალი გზები გამოვძებნოთ
  3. POSTVსამთავრობონიკოლოზ სამხარაძე: „მოხარული ვარ, რომ ვხელმძღვანელობ საქართველოს დელეგაციას ჩინეთში, რათა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის ახალი გზები გამოვძებნოთ“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველო და ჩინეთიც უძველესი ცივილიზაციებიდან მომდინარე ერები არიან, ამიტომ ჩვენ კულტურულადაც და ჩვენს ტრადიციებშიც ბევრი მსგავსება გვაქვს. ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობების ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლებით, კულტურული გაცვლაც საქართველოსა და ჩინეთს შორის გააქტიურდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები