პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"საქართველოს დელეგაციას ჩინეთში ვხელმძღვანელობ, რათა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები შევისწავლოთ" - ნიკოლოზ სამხარაძე

საქართველოს პარლამენტიქართული ოცნება

ჩინეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტისას ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ მიზანი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების შესწავლაა.

"საქართველოს დელეგაციას ჩინეთში ვხელმძღვანელობ, რათა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები შევისწავლოთ" - ნიკოლოზ სამხარაძე
რუსთავი 2

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთში ვიზიტს განაგრძობს. პეკინში იმართება მაღალი დონის შეხვედრები. დღეს დელეგაციის წევრები ჩინეთის საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდნენ. "ქართულ ოცნებას" ჩინეთის მმართველი პარტია და ცენტრალური კომიტეტი მასპინძლობს. ეკონომიკური კავშირების გარდა თანამშრომლობა ფართოვდება განათლების, ახალგაზრდობისა და კულტურის მიმართულებითაც.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ჩინეთში ქართული დელეგაციის ვიზიტის მთავარი მიზანი ორ ქვეყანას შორის არსებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განსაზღვრაა.

"მოხარული ვარ, რომ ვხელმძღვანელობ საქართველოს დელეგაციას ჩინეთში, რათა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები შევისწავლოთ.

მაღალი დონის შეხვედრები სახალხო წარმომადგენლთა სრულიად ჩინეთის კრებასთან, ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან და ახალგაზრდულ ფედერაციასთან შეეხო საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობების გაღრმავებას, ვაჭრობის, დაკავშირებადობისა და ტურიზმის განვითარებას, აგრეთვე განათლებისა და ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობას", - წერს ნიკოლოზ სამხარაძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობონიკოლოზ სამხარაძე: მოხარული ვარ, რომ ვხელმძღვანელობ საქართველოს დელეგაციას ჩინეთში, რათა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის ახალი გზები გამოვძებნოთ
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნიკოლოზ სამხარაძე: შეგვაფასეს, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი რეფორმატორი ქვეყანა ჩვენი ანტიკორუფციული რეფორმებით, არცერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული კორუფციისგან - ეს ბრძოლა უწყვეტი უნდა იყოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები